დიეტა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს - ერთი დღის მენიუს მაგალითზე

დიეტა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს - ერთი დღის მენიუს მაგალითზე

დიეტა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში (დიეტა N1ა) კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავებისას, ასევე ქრონიკული გასტრიტის გამწვავებისას და ოპერაციის შემდგომ პერიოდში ინიშნება დიეტა, რომელიც კუჭს მაქსიმალურად დაიცავს გაღიზიანებისგან. აუცილებელია საკვების კალორიულობის შემცირება, ძირითადად - ნახშირწყლების ხარჯზე. ცილებისა და ცხიმების შემცველობა ნორმის ფარგლებში რჩება. ასეთი დიეტის დაცვა საჭიროა სრულ გამოჯანმრთელებამდე. კვება სასურველია მცირე ულუფებით, დღეში 6-ჯერ. პროდუქტები იხარშება ან მზადდება ორთქლზე. კერძი უნდა იყოს ფაფის კონსისტენციის.

აკრძალულია: ხორცის, თევზისა და სოკოს ნახარში, ცოცხალი ბოსტნეული და მწვანილი, შემწვარი ხორცი და ბოსტნეული, კონსერვები, შაშხი, პური, მაკარონი, ხორბლისა და ქერის ბურღული, რძემჟავა პროდუქტები, სუნელები, ყავა, კაკაო, შოკოლადი, კანფეტები, პარკოსნები (მუხუდო, ლობიო), ალკოჰოლური სასმელები.

ნებადართულია: ბურღულის (ჰერკულესის, მანანის, ბრინჯის) ლორწოვანი წვნიანი, მჭლე ხორცის ორთქლზე მომზადებული სუფლე, მოხარშული კვერცხი, ორთქლზე მომზადებული ომლეტი, რძე, ნაღები, საცერში გატარებული ხაჭო, კისელი, წყალში განზავებული ტკბილი (და არა მჟავე) წვენი.

სანიმუშო მენიუ:

საუზმე - 2 ცალი მოხარშული კვერცხი, ნაღების კარაქი (20 გ), 1 ჭიქა ანადუღარი რძე

სამხარი - 1 ჭიქა ანადუღარი რძე

სადილი - მცენარეულ ზეთზე მომზადებული ბრინჯის წვნიანი, ორთქლზე მომზადებული ხორცის სუფლე, კისელი

ნასადილევს - 1 ჭიქა ანადუღარი რძე, ორთქლზე მომზადებული ომლეტი

ვახშამი - რძეზე მომზადებული მანანის ფაფა, 1 ჭიქა ანადუღარი რძე

ღამე - 1 ჭიქა ანადუღარი რძე

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება რემისიის ფაზაში (დიეტა N1)

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების რემისიის ფაზაში, მწვავე გასტრიტის ხანგრძლივი დიეტური მკურნალობის ბოლო პერიოდში, ქრონიკული გასტრიტის რემისიის ფაზაში, ფაღარათის გარეშე მიმდინარე კუჭ-ნაწლავის ინფექციის დროს სრულ გამოჯანმრთელებამდე უნდა შეიზღუდოს კუჭის წვენის სეკრეციის ხელშემწყობი კერძები და მცენარეული ბოჭკოთი მდიდარი პროდუქტები.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს