დედამიწაზე ცხოველებს მასიური განადგურება ემუქრებათ - 46 000 ჯიშის არსება გადაშენების ზღვარზეა

დედამიწაზე ცხოველებს მასიური განადგურება ემუქრებათ - 46 000 ჯიშის არსება გადაშენების ზღვარზეა

დედამიწის ფაუნა შემაძრწუნებელი სიჩქარით აგრძელებს ამოწყვეტას. ამ პროცესის შედეგი შეიძლება გახდეს ახალი მასიური განადგურება.

ცხოველების ათასობით ჯიში ქრება, მიუხედავად გარემოს შენარჩუნებისა და მოფრთხილების პოლიტიკისა, რომელსაც მხარი ბევრმა ქვეყანამ აუბა.

მსოფლიოს გარემოს დაცვის მონიტორინგის ცენტრის თანამშრომელი დერეკ ტიტენსონი აცხადებს, რომ წითელ წიგნში შესულია 46 000 სხვადასხვა ჯიშის არსება, რომელიც გადაშენების ზღვარზე იმყოფება.

როგორც ჟურნალისტები აღნიშნავენ, ყველაზე სახიფათო სიტუაციაში ხმელეთის მკვიდრნი არიან, რომელთა რიცხვი და ჯიშთა მრავალფეროვნება შესაძლოა, უახლოეს მომავალში 41%-ით შემცირდეს. მათ მოსდევს ძუძუმწოვრები - 26%, ასევე საფრთხე ფრინველების 13%-ს ემუქრება.

ცხოველების სიკვდილის მიზეზად ადამიანების საქმიანობა სახელდება, როგორიცაა ნადირობა და აგრეთვე გლობალური კლიმატური ცვლილებები. 3,5 მილიარდი წლის განმავლობაში დედამიწაზე 95%-ზე მეტი ფაუნის სხვადასხვა წარმომადგენელი განადგურდა.

მომზადებულია themindunleashed.org-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს