Selfie Shoes - ამერიკაში სელფის გადასაღები ფეხსაცმელები გაიყიდება

Selfie Shoes - ამერიკაში სელფის გადასაღები ფეხსაცმელები გაიყიდება

ამერიკულმა ბრენდმა Miz Mooz-მა სელფის გადასაღები ქალის ფეხსაცმელი გამოიგონა. ქუსლიანი ფეხსაცმელი - Selfie Shoes ფირმის ონლაინ-მაღაზიაში 2 აპრილიდან 199 დოლარად გაიყიდება.

ფეხსაცმლის ფორმა მის წინა ნაწილში მობილური ტელეფონის ჩადების საშუალებას იძლევა. ამის შემდეგ ფეხსაცმლის მფლობელს ფეხის აწევა და ხელით ფეხსაცმლის შიგნით სპეციალურ ღილაკზე დაჭერა მოუწევს, რომელიც კამერას გაააქტიურებს.

Selfi Shoes-ს საპრეზენტაციო ვიდეორგოლში მოთხრობილია, რომ ფეხსაცმლის ავტორები სელფის ჯოხებით აღფრთოვანებულები არიან, მაგრამ აღნიშნავენ, რომ ზოგიერთ სიტუაციაში, სელფი-ფეხსაცმლისგან განსხვავებით, მათი გამოყენება რთულია.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს