ავტორი:

რა უნდა იცოდეთ, თუ ალერგია გაწუხებთ - პროფესიონალი ექიმის რჩევები

რა უნდა იცოდეთ, თუ ალერგია გაწუხებთ - პროფესიონალი ექიმის რჩევები

არცთუ ისე ცივი ზამთრის შემდეგ ნანატრი გაზაფხული დადგა. ამ სეზონს თან ახლავს ალერგიული ფონი. სეზონური ალერგიები სწორედ გაზაფხულიდან, ყვავილობის პერიოდიდან იწყება, ამიტომაც ინტერვიუ ალერგოლოგ ქეთევან მაჭავარიანთან ჩავწერეთ, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი, მედიცინის დოქტორი გახლავთ.

- როდესაც სეზონურ ალერგიებზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ მცენარეების ყვავილობის პერიოდს, რომელიც მარტიდან იწყება და შემოდგომის ბოლომდე გრძელდება. ტრადიციულად ადრეულ გაზაფხულზე ჯერ ხემცენარეები ყვავილობს, შემდეგ მას მოსდევს მარცვლოვანები, ბალახები და სარეველა მცენარეები. თუ ყოველ მომდევნო სეზონზე ვლინდება ალერგიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები - თვალების ქავილი, ცრემლდენა, ცხვირცემინება, ცხვირიდან წყალივით გამონადენი, ცხვირ-ხახის ქავილი, ზოგჯერ ცხვირის გაჭედილობაც, მაშინ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ეს უკავშირდება მცენარეების ყვავილობას და საქმე გვაქვს სეზონურ ალერგიასთან. ამ შემთხვევაში კი უნდა ჩატარდეს ალერგოლოგიული გამოკვლევები.

- ჩვენს მკითხეველს აინტერესებს, რამდენად გამართლებულია ალერგიის ხალხური მეთოდებით მკურნალობა?

- ხალხური მეთოდები ალერგოლოგიასთან მიმართებით ცოტა საფრთხილოა. როდესაც ამ გზით მკურნალობენ, აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ სამკურნალო საშუალება არის არა ქიმიური, არამედ – მცენარეული. არადა, ამ დროს რომელიმე მცენარის ექსტრაქტზე დამზადებული ცხვირის წვეთები შეიძლება, საზიანოც კი აღმოჩნდეს იმიტომ, რომ პაციენტს ზუსტად იმ მცენარეზე ჰქონდეს ალერგია, რომლის ექსტრაქტზეც არის დამზადებული წამალი.

რასაკვირველია, ალერგიასთან დაკავშირებით გარკვეული რეკომენდაციები არსებობს. თუ თქვენ იცით, რომ გაქვთ სეზონური ალერგია და ეს დიდი ალბათობით მცენარეების ყვავილობას უკავშირდება, სასურველია, დღის პირველი ნახევარში, დილის 10-იდან 16 საათამდე გარეთ არ გახვიდეთ, თუ, რა თქმა უნდა, თქვენი ცხოვრების წესი ამის საშუალებას გაძლევთ. ამ პერიოდში მოერიდეთ შენობის გარეთ ყოფნას, იყავით ისეთ გარემოში, სადაც დახურული იქნება ფანჯრები, მაგრამ იქნება ვენტილაცია. ასევე უმჯობესია, თუ ქარიან და მზიან ამინდში ან ახალ ნაწვიმარზე გარეთ არ გახვალთ, რადგან ამ დროს ჰაერში მცენარის მტვრის კონცენტრაცია მაღალია.

- სეზონური ალერგიის გარდა, კიდევ რა სახის ალერგიაა ფართოდ გავრცელებული, თუნდაც ჩვენი გარემო პირობებიდან გამომდინარე?

- დღესდღეობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებულია ალერგენების დაყოფის ასეთი კლასიფიკაცია: შენობის შიდა და შენობის გარე ალერგენები. რასაკვირველია, შენობის შიგნით უფრო მეტ დროს ატარებს ადამიანი, ვიდრე მის გარეთ. მცენარეებზე რომ ვისაუბრეთ, ეს შენობის გარე ალერგენებია და სეზონურადაა ჩვენ ირგვლივ, მაგრამ შენობის შიგნით არსებობს ალერგენები, რომლებთანაც მუდმივი კონტაქტი გვაქვს. ესენი, პირველ რიგში, არის ოთახის მტვრის ტკიპები, რომლებიც თვალით უხილავია, იკვებებიან ადამიანის კანის (ეპიდერმისის) ჩამონაფცქვენით. ტკიპები კარგად გრძნობენ თავს იქ, სადაც საწოლია. ბალიში, ზეწარი, ლეიბი მათთვის ხელსაყრელი გარემოა. ძირითად ალერგენს წარმოადგენს მათი ცხოველქმედების პროდუქტები - ექსკრემენტები, რომლებიც ძალიან მსუბუქია, შეტივტივებულია ჰაერში და იწვევს სასუნთქი სისტემის ალერგიას: ალერგიულ სურდოს გართულებებით და ბრონქულ ასთმას. გარდა ამისა, შენობის შიგნით შეიძლება არსებობდეს სოკოვანი ალერგენებიც, იქ სადაც მოუწესრიგებელია სველი წერტილები, კედელია დაობებული და ა.შ. ასევე, არსებობს ალერგია შინაური ცხოველების მიმართ - კატის, ძაღლის და ა.შ. წაიკითხეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია