სოდის გამოყენების 11 უჩვეულო მეთოდი - იაფი, მაგრამ ეფექტური

სოდის გამოყენების 11 უჩვეულო მეთოდი - იაფი, მაგრამ ეფექტური

სოდა უნივერსალური საშუალებაა, რომელიც კულინარიაშიც გამოიყენება და კოსმეტოლოგიაშიც. რატომ უნდა დახარჯოთ უამრავი ფული ძვირად ღირებულ კოსმეტიკურ საშუალებებზე, რომლის ეფექტსაც სოდის გამოყენებით მიაღწევთ. გთავაზობთ სოდის გამოყენების 11 საშუალებას, რათა კიდევ უფრო გალამაზებაში დაეხმაროთ საკუთარ თავს.

1. კანის გასაახალგაზრდავებლად და დასარბილებლად: შეურიეთ ერთმანეთში წყალი და სოდა, პროპორციით 3:1, სქელი ფაფისებური მასა უნდა მიიღოთ. ახლა წაისვით სახის, ხელებისა და იდაყვების გაუხეშებულ ადგილებზე და წრიული მოძრაობით კანი დაგირბილდებათ და გაუხეშებული ნაწილები მოგცილდებათ.

2. ფეხების მოსავლელად: შეურიეთ ერთმანეთს 2 ჩაის კოვზი მარილი და 1 ჩ/კ სოდა. ჩაყარეთ თასში, დაასხით ცხელი წყალი, როგორსაც გაუძლებთ და ჩაყავით ფეხები. ამგვარად ფეხიდან მოიშორებთ ჭუჭყსა და გაუხეშებულ კანს. შეგიძლიათ ფეხებიც წრიული მოძრაობებით დაიმუშაოთ, ისევე, როგორც პირველ პუნქტშია ახსნილი.

3. აბაზანისთვის: აავსეთ სააბაზანო თბილი წყლით და დაუმატეთ ნახევარი ჭიქა სოდა. იგი გაგისუფთავებთ კანს და აბრეშუმისნაირს გაგიხდით. მაგრამ გახსოვდეთ, სოდიანი წყალი კარგად უნდა ჩამოიბანოთ კანიდან.

4. სახის დასაბანად: სოდისა და თბილი წყლის სუსტი ნაყენი იდეალური საშუალებაა სახიდან კოსმეტიკისა და კანის გაუხეშებული ნაწილების მოსაშორებლად.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს