მორიელი ქალი & მორიელი მამაკაცი

მორიელი ქალი & მორიელი მამაკაცი

ასტროლოგები ხუმრობენ, რომ ორი მორიელის კავშირი ეს იგივეა ცნობილი ჯადოქარი მერლინი და შექსპირისეული გრძნეული ქალი, ლედი მაკბეტი დააქორწინოთ. მორიელების წყვილში უდიდესი სექსუალური და კოსმიური ენერგია იყრის თავს, ამიტომ ყველა ის ვინც ამ წყვილს შორიდან მაინც ასე თუ ისე იცნობს (ახლოს ცნობა წარმოუდგენელია, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მათ საზოგადოებაში თავს ძალიან ცოტა თუ იგრძნობს კომფორტულად და ისინიც მეეჭვება ყველა მსურველს უღებდნენ საკუთარი სახლის კარს) დაგვეთანხმება იმაში, რომ ეს ცოლ-ქმარი დიდ საშიშროებას წარმოადგენს როგორც ერთმანეთისთვის, ისე ყველა არამკითხე მოამბისთვის ვისაც მათ პირად ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა სწადია.

მორიელები თავდაპირველად დიდი სიფრთხილით და ეჭვით იწყებენ ერთმანეთთან ნაცნობობას. ერთიც და მეორეც კანით გრძნობს, რომ ეს პარტნიორი, მიუხედავად გარეგნული სიმშვიდისა გულში დიდ ცეცხლს და საშიშ ენერგიას მალავს. ამასთან ერთად, მორიელი ქალი ყოველთვის აფასებს მამაკაცში უნარს მართოს ემოციები, მაშინაც კი როცა საამისოდ სიტუაცია პიკს უახლოვდება. მათ შორის ყოველთვის იქნება კონკურენცია, ამიტომ იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს ორი ერთად ყოფნას გადაწყვეტს, სასურველია, მათი გზები არასოდეს გადაიკვეთოს პროფესიულად. სხვა შემთხვევაში ომი, თანაც დაუნდობელი გარდაუვალი იქნება.

მორიელების წყვილზე დაკვირვება მათი რომანის მიმდინარეობისას პოკერის პროფესიონალ მოთამაშეებზე დაკვირვებას წააგავს. ერთიც და მეორეც ყოველთვის კარგად დაგეგმილი სტრატეგიით მოქმედებს და ცდილობს პარტნიორი, რაც შეიძლება მაქსიმალური დოზით "გააშიშვლოს" ემოციურად. თუმცა მორიელი რისი მორიელი იქნება თუ კარტებს ბოლომდე გაუხსნის ვინმეს, თუნდაც ეს ვინმე მასავით ფრთხილი, წინდახედული და ოტელოსავით ეჭვიანი იყოს.

ამიტომ სურვილი ემოციური ჰარმონიის მიღწევისა და საიდუმლობების ბოლომდე არ გაჟღერებისა, ხშირად წინააღმდეგობაში მოდის მორიელებთან. ორივეს უნდა, სიტუაცია მართოს და მეორე ნახევარზე მანიპულირების პულტი მას ეპყრას ხელთ. თუმცა არც ეს ზემოხსენებული მეორე ნახევარია უჭკუო. მოკლედ, ორმაგი აგენტების ფარულ ორთაბრძოლას ჰგავს ამ ორის ურთიერთობა, ყოველ შემთხვევაში საწყის ეტაპზე მაინც სანამ ისინი ერთმანეთის ნდობას ასე თუ ისე ისწავლიან.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულს მთელი თავისი ხასიათის სიმძიმით და "ტარაკანებით", ისევ და ისევ საკუთარივე ნიშნით დაბადებული თუ გაუგებს ბოლომდე. მაგრამ აქ არის ერთი დიდი პრობლემა, ღმერთმა ნუ ქნას, რომ რომელიმე მათგანმა გამიზნულად (მორიელისთვის არ არსებობს სიტყვა "შემთხვევით") კუდზე დააბიჯოს მეორეს ფეხი.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს