კოსმოსიდან მიღებულმა შეტყობინებებმა მეცნიერები ჩიხში შეიყვანეს

კოსმოსიდან მიღებულმა შეტყობინებებმა მეცნიერები ჩიხში შეიყვანეს

ასტროფიზიკოსები აგრძელებენ თანამედროვე რადიოასტრონომიის მთავარ ამოცანაზე, ე.წ. ”სწრაფ რადიოტალღებზე” მუშაობას. მათ გაარკვიეს, რომ ეს ტალღები უცნაური მათემატიკური კანონზომიერების მიხედვით ჩნდება. შესაძლოა, ამ ახალმა აღმოჩენამ დაადასტუროს არამიწიერი გონიერი ორგანიზმების არსებობა და მათი გაგებაც შესაძლებელი გახადოს.

ზუსტად არავინ იცის, რა იწვევს ამ რადიოტალღების წარმოქმნას. ისინი მხოლოდ რამდენიმე წამს გრძელდება. ამ დროში ტალღები იმხელა ენერგიას გამოიმუშავებს, რამდენსაც მზე ერთი თვის განმავლობაში. ტალღების კვლევის შედეგად ცნობილია, რომ მათი წარმომავლობა დედამიწასთან ახლოსაა, მაგრამ ჩვენი გალაქტიკიდან არ მოდის.

ზოგი მეცნიერი ემხრობა თეორიას, რომ ტალღები არა ბუნებრივი, არამედ ანთროპოგენური წარმომავლობისაა. ასევე არსებობს  მოსაზრება, რომ ეს ტალღები არის უცხო ცივილიზაციის შეტყობინებები. ჯერჯერობით დაზუსტებით რაიმეს თქმა მეცნიერებს არ შეუძლიათ, რადგან საკმარისი ფაქტობრივი მტკიცებულება არ აღმოუჩენიათ.

მომზადებულია utro.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს