ყველაზე უჩვეულო და ლამაზი სასტუმროები მსოფლიოში (+ ფოტო)

ყველაზე უჩვეულო და ლამაზი სასტუმროები მსოფლიოში (+ ფოტო)

გთავაზობთ მსოფლიოს ყველაზე უჩვეულო სასტუმროებს, რომლებმაც სახელი საკუთარი განუმეორებლობით გაითქვეს:

Montana Magica Lodge, ჩილე

ეს სასტუმრო იმითაა ცნობილი, რომ გარდა ვიზუალური მხარისა, რომელიც გაფიქრებინებს, რომ ბუნებრივადაა შექმნილი, მას საოცარი ნომრები აქვს. სასტუმრო განლაგებულია ჩილეს დედაქალაქისგან მოშორებით, ველურ და ულამაზეს პატაგონიაში, ბუნებრივი პარკის ტერიტორიაზე. სასტუმრო ვულკანის ფორმის მიხედვითაა აშენებული, რომლის თავიდანაც ნამდვილი ჩანჩქერი მოედინება.

Mirrorcube, შვეიცარია

სასტუმრო, უფრო სწორად კი სარკისებური სახლი ხეზეა განთავსებული და ქალაქ ჰარდასის სიახლოვეს მდებარეობს. იგი ერთი ოთახისგან შედგება, რომელიც მთლიანად ხითაა აშენებული, ხოლო  გარედან ნაგებობა სარკითაა დაფარული.

Sheraton Huzhou Hot Spring, ჩინეთი

საკურორტო სასტუმრო, რომელიც ბეჭდის ფორმისაა, მდინარე ტაიჰუს ნაპირთანაა აშენებული, ქალაქ ჰუჩჟოუში. ის საუკეთესო სასტუმრო ნაგებობადაა მიჩნეული.

Arctic Kakslauttanen Resort, ფინეთი

ამ სასტუმროში ტურისტებს თავაზობენ რამდენიმე არჩევანს. შეგიძლიათ აირჩიოთ შუშის ნაგებობა გამჭირვალე სახურავით ან ტრადიციული თოვლის იგლუ, რომელიც თოვლის აგურებისგანაა აშენებული.

Spitbank Fort, დიდი ბრიტანეთი

ეს ციხესიმაგრე ვიქტორიანული საომარი მანქანის მემკვიდრეობაა, რომელიც ლა მანშის სრუტეში ფრანგების შემოჭრისაგან თავის დასაცავად ააგეს. დღეისათვის ციხესიმაგრე შთამბეჭდავ სასტუმროდაა ქცეული.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს