ხვრეტდა თუ არა სტალინი მოზარდებს - ყველაზე პატარა სიკვდილმისჯილი

ხვრეტდა თუ არა სტალინი მოზარდებს - ყველაზე პატარა სიკვდილმისჯილი

1935 წლის 7 აპრილს სსრკ-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო - არასრულწლოვნებში რომ დანაშაულის დონე შეემცირებინა, 12 წლიდან უკვე დასაშვები გახდა ბავშვებისთვის სასჯელის ყველა ზომა, მათ შორის - დახვრეტაც.

ბავშვის დახვრეტა შესაძლებელი იყო ქურდობისთვის, სხეულის დაზიანებისთვის, მკვლელობის ან მკვლელობის მცდელობისთვის.

ამ სასტიკი მეთოდით სტალინის მთავრობა ბავშვთა დანაშაულისა და მაწანწალობის სამარცხვინო სტატისტიკას ებრძოდა. ეს მაჩვენებელი გაუკუღმართებული საშინაო პოლიტიკის ბუნებრივი შედეგი იყო. იძულებითმა კოლექტივიზაციამ, შიმშილობამ და მასობრივმა რეპრესიებმა უამრავი ბავშვი დატოვა უმშობლოდ, უპატრონოდ და უსახლკაროდ, რაც თავის მხრივ მოზარდთა დანაშაულის სტატისტიკას ზრდიდა.

მაშინდელ მაშინდელ საბჭოთა კავშირში 12 წლის მოზარდები ბავშვებად არ აღიქმებოდნენ. ამ ასაკში ისინი ჩვეულებრივ მიეკუთვნებოდნენ შრომით რეზერვებს და ფიზიკური შრომაც ევალებოდათ. ვინაიდან ბავშვები აღარ ერქვათ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც სრულწლოვანების მსგავსად მოეთხოვებოდათ. გარდა ამისა, არასრულწლოვნებს დამნაშავეთა სამყაროც იყენებდა მათ თავისი ბნელი ზრახვებისთვის, რადგან 1935 წლამდე ბავშვები სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას არ იზიარებდნენ.

ეს დადგენილება მრავალი წელია რუსეთში დავის საგანია. ეს დავა განსაკუთრებით მას შემდეგ გამძფრდა, რაც რუსმა ჟურნალისტმა მატვეი განაპოლსკიმ "ეხო მოსკვის" ეთერში განაცხადა, რომ სტალინმა 12 წლის ბავშვების დახვრეტის ბრძანებას მოაწერა ხელი.

სხვათა შორის, სტალინის შვილიშვილმა ევგენი ჯუღაშვილმა ცილისწამებისთვის განაპოლსკის უჩივლა და ამ ინფორმაციის სიცრუედ გამოცხადება მოითხოვა. სასამართლომ კი მისი საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც ბევრმა ამ საშინელი ინფორმაციის ნამდვილობის ირიბ მტკიცებულებად მიიღო.

არაერთმა რუსმა თუ უცხოელმა მკვლევარმა მიაგნო სასამართლო წარმოების დოკუმენტებს, სადაც არასრულწლოვნების მიმართ დახვრეტის განაჩენი განიხილებოდა

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს