რა აღიზიანებთ მამაკაცებს ქალებში? - ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს

რა აღიზიანებთ მამაკაცებს ქალებში? - ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს

გაინტერესებთ, ქალის რომელ ქცევებს გამოყავს მამაკაცი წყობილებიდან? ეს, ალბათ, ყველა ქალმა უნდა იცოდეს. აი, ასე ფიქრობენ ისინი  - წაიკითხეთ მათი ფიქრები და თქვენც დაფიქრდით, გეცნობათ საკუთარი თავი?

მას ურეკავენ

როგორ შეიძლება, მთელი საათი ელაპარაკებოდე მეგობარს ტელეფონით იმაზე, თუ როგორი მოდელის ჩექმა შეიძინე? ყავისფერი, ქუსლით, 2 ცალი - ესაა და ეს მთელი ინფორმაცია. საყვარელო, ხელი ხომ არ დაგეღალა ყურმლის ჭერით? -დასარეკი მაქვს, საყვარელო! - არ ესმის...

ჯერ წელიწადიც არ გასულა

რატომ სჭირდება მამაკაცს, სტუმრად წასვლის წინ მოსამზადებლად 5 წუთი, ხოლო ქალს - მთელი დღე? თან თვითონ თქვა: - ორ წუთში მზად ვიქნებიო.

- გიხდება, ძალიან გიხდება ეგ კაბა, წამოდი რა!

აი, ბილეთი ბალეტზე

საზეიმოდ გამოეწყო და უმანკო ქმარიც წაიყვანა საყვარელი მომღერლის კონცერტზე ან ბალეტზე - ოპერაში. 3 საათი გაუნძრევლად ჯდომა ერთ პოზაში. არც დაცემინება შეიძლება, არც დახველება, თან სასადილოშიც ყველაფერი ძვირია. ამას ჯობდა, ფეხბურთზე წავსულიყავით...

ვდიეტობთ ორივე

აღმოაჩინა ცელულიტი თეძოებზე. გადაწყვიტა, რომ ქმარიც დაესვა დიეტაზე. ქმარმა რაღა დააშავა. როგორ ეყოფა ნახევარი გრეიპფრუტი ვახშმად? ხორ-ცი! ხორ-ცი!

ისე, მე თუ მკითხავ, საყვარელო, სულაც არა ხარ მსუქანი...

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს