ცოლ-ქმრული "სამეული" მეოთხე თანამეცხედრეს ეძებს

ცოლ-ქმრული "სამეული" მეოთხე თანამეცხედრეს ეძებს

აშშ-ში მცხოვრებ ცოლ-ქმარს წყვილს ვერ უწოდებთ, რადგან ისინი სამნი არიან. ეს არ გახლავთ კაცი 2 ცოლით, არამედ უბრალოდ, ცოლ-ქმრული სამეული, რომლებსაც ერთ საწოლში სძინავთ. რაც მთავარია, ერთადერთი, რაც სრული იდილიისთვის სჭირდებათ, მეოთხე წევრია.

34 წლის ქმარი, ადამ ლაიონსი ლოს-ანჟელესში ცხოვრობს და სამოქალაქო ქორწინებაში 2 ქალთან იმყოფება. მისი ცოლები 26 წლის ბრუკი და 25 წლის ჯეინი არიან. ადამსა და ბრუკს ცოტა ხნის წინ შვილიც შეეძინათ და ეს ბედნიერი სამეული ერთად ზრდის ბავშვს. სამივეს ერთ საწოლში სძინავთ და რომანტიკულ მომენტებსაც სამნი იზიარებენ.

მოსიყვარულე სამეული დარწმუნებულია, რომ ერთი მამა და ორი დედა ბავშვებს ღირსეულად აღზრდის. "სხვა ოჯახებისგან თითქმის არაფრით განვსხვავდებით, უბრალოდ ერთი მამა და ორი დედაა. ჩვენი შვილები სიყვარულს მეტს რას ისწავლიან ჩვენგან?" - ამბობს ადამი, რომელიც ქალებში პოპულარობით არასოდეს სარგებლოდა. ვინაიდან სუსტი სქესისგან უყურადღებობა მასზე ძალიან მოპქმედებდა, ამ საკითხს სერიოზულად მოკიდა ხელი. მან ცნობილი ფსიქოლოგების წიგნები იკითხა, კერძშო კურსებიც გაიარა და საბოლოოდ თავად იქცა სასიყვარულო ურთიერთობების ექსპერტად. დღეს Youtube-ზე სპეციალური არხიც აქვს, სადან ამ საკითხებს აშუქებს.

2007 წელს ადამი დაქორწინდა, თუმცა წყვილს შვილის გაჩენის საკითხზე უთანხმოება მოუვიდა და ადამმა მალე საყვარელიც გჰაიჩინა - ბრუკი.

მან კი საბოლოოდ დაიპყრო ადამის გული და ცოლტანაც გაჰყარა. შემდეგ კი... ბისექსუალ ჯეინის დაახლოებაზეც დაიყოლია. დღეს ადამზე ბედნიერი კაცი მსოფლიოში არ დადის - თავად აცხადებს ასე და მესამე თანამეცხედრის გაჩენაზე ოცნებობს. კანდიდატურა ნაპოვნიც ჰყავთ - მომხიბვლელი ბარმენი, ვისთან სამეულმა უკვე გაატარა რამდენიმე სასიამოვნო შეხვედრა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს