როგორ გავუმკლავდეთ გაზაფხულის სტრესს

როგორ გავუმკლავდეთ გაზაფხულის სტრესს

გაზაფხული ორგანიზმისთვის გამოცდაა - იმუნიტეტის სიმტკიცეში, გამძლეობაში. ამ დროს მას დახმარება და ხელის შეწყობა სჭირდება - არ უნდა შეფერხდეს მისი მომარაგება საჭირო ვიტამინებით, მინერალებით და სხვა ნივთიერებებით, რომლებიც აუცილებელია ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის. გვესაუბრება ექიმი ნანა ჟღენტი.

- ზამთარგამოვლილი ორგანიზმი გაზაფხულს მომზადებული უნდა შეხვდეს, რათა არ განვითარდეს გაზაფხულის ასთენია. რას ნიშნავს ეს?

- სიტყვა "ასთენია" ბერძნული წარმოშობისაა და სისუსტეს, უქეიფობას ნიშნავს. ყველასთვის ნაცნობია ადრე გაზაფხულზე განწყობის დაქვეითება. ეს კიდევ უფრო მძაფრად ეტყობათ მოზარდებსა და ბავშვებს. ბავშვებთან გაზაფხულის ასთენია ვლინდება ჭირვეულობით, უმადობით, ძილის რეჟიმის დარღვევით, უმნიშვნელო ტრავმის შედეგადაც კი სხეული ლურჯდება, ხშირია სისხლდენა ღრძილებიდან, ცხვირიდან... გაზაფხულზე ადამიანი უმეტესად სასუნთქი სისტემის ინფექციებით ავადმყოფობს და გამოჯანმრთელებაც ჭიანურდება. სახეზე პერიოდულად ჩნდება გამონაყარი, კანი შრება და იქერცლება, ტუჩის კუთხეები სკდება. ასე გვატყობინებს ორგანიზმი, რომ ვიტამინები სჭირდება. ჰიპოვიტამინოზი, ვიტამინების ნაკლებობა, გაზაფხულის ასთენიის ერთ-ერთი მიზეზია. განსაზღვრულ როლს ასრულებს საკვებში ზოგიერთი მინერალური ნივთიერებისა და მიკროელემენტების სიმცირეც. ბავშვის მზარდი ორგანიზმი დეფიციტის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა. კანზე გაჩენილი სილურჯეები და ცხვირიდან სისხლდენა C ვიტამინის ნაკლებობაზე მეტყველებს, დახეთქილი ტუჩის კუთხეები - B2 ვიტამინის ნაკლებობაზე, ნერვული აშლილობა, კუნთოვანი სისუსტე, მადისა და ძილის დარღვევა B ჯგუფის სხვა ვიტამინების ნაკლებობის ბრალია, ჭირვეულობა, კარიესის ნაადრევი გამოვლენა - კალციუმ-ფოსფორის ცვლის დარღვევისა და D ვიტამინის ნაკლებობისა.

- როგორ ავიცილოთ თავიდან ეს უსიამოვნო ცვლილებები? როგორ მივიღოთ ვიტამინები?

- სათბურში მოყვანილი კიტრი და პომიდორი საამისოდ ნამდვილად არ გამოდგება. სხვა საქმეა ქორფა მწვანილი, მწვანე სალათა, მწვანე ხახვი, ტკბილი ბულგარული წიწაკა. გაზაფხულზე ორგანიზმი ყველაზე მეტად ჩ ვიტამინის ნაკლებობას განიცდის. ეს ვიტამინი ორგანიზმში არ წარმოიქმნება, იგი ყოველდღიურად უნდა მივიღოთ საკვებით. ამისთვის გამოდგება ციტრუსები, კივი, ჩინური და ბრიუსელის კომბოსტო, ბროკოლი, ასკილი, ქაცვი, შავი მოცხარი. ამ უკანასკნელის გაყინვა და შენახვა შესაძლებელია - ვიტამინები და მინერალები ასეთი სახით კარგად ინახება. B ჯგუფის ვიტამინების წყაროა ბურღულეული, სასურველია, მარცვლეული ხშირად ჩავრთოთ მენიუში. გაითვალისწინეთ, რომ რაფინირებული პროდუქტები არ შეიცავს თიამინს, სეროტონინს - ბედნიერების აღმძვრელ ნივთიერებას. აქსელერანტი მოზარდებისთვის მნიშვნელოვანია კალიუმ-ფოსფორის ცვლის მოწესრიგება. ამაში დაგეხმარებათ რძის პროდუქტები, ყველი, კვერცხი. ნერვული სისტემის გასაძლიერებლად აუცილებელია მიკროელემენტი სელენი. მას შეიცავს ზღვის პროდუქტები, ღვიძლი, ტვინი, თინუსი. არ დაივიწყოთ ბანანი - ხშირად ჩართეთ რაციონში ეს შესანიშნავი ტროპიკული ხილი. მასში ბევრია მაგნიუმი, B ჯგუფის ვიტამინები, კალიუმი, სეროტონინი.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს