ჯანმრთელობის კოქტეილი

ჯანმრთელობის კოქტეილი

იმუნიტეტის გაძლიერება ღონისძიებათა მთელი წყებისგან შემდგარი ჯაჭვია. უპირველესად ეს გულისხმობს ბალანსირებულ კვებას. რაციონიდან უნდა ამოვიღოთ ნახევარფაბრიკატები, კონსერვები, მივირთვათ ახალი ხილი, ბოსტნეული, ჩვეულებრივი ჩაის ნაცვლად ვსვათ ასკილის ნაყენი, ქაცვის წვენი. სინჯეთ "ჯანმრთელობის კოქტეილი": ბლენდერში იოგურტთან ერთად გათქვიფეთ ქაცვი, კივი და ბანანი. შეგიძლიათ, დაუმატოთ თაფლიც. მეორე - დღის რეჟიმის მოწესრიგება. ეცადეთ, საკმარისად იძინოთ, რათა ორგანიზმმა ძალების აღდგენა მოასწროს. დასაძინებლად უნდა დაწვეთ ერთსა და იმავე დროს, არა უგვიანეს 23 საათისა. მესამე - ჰიგიენა. ხშირად იბანეთ ხელები საპნით.

ასწავლეთ ბავშვსაც ხელების ბანა ყოველი კვების წინ, ქუჩიდან სახლში დაბრუნებისთანავე, ტუალეტიდან გამოსვლისას. მეოთხე - სუფთა ჰაერი. ხშირად გაანიავეთ ოთახი, რათა ბაქტერიებსა და ვირუსებს დაგროვების საშუალება არ მისცეთ. თუ ოჯახში ბავშვია, სახლი დღეში ოთხჯერ მაინც უნდა გაანიაოთ 5-10 წუთით. ორპირში უფრო სწრაფად განიავდება. ბავშვი კი ამ დროს სხვა ოთახში გაიყვანეთ. ხშირად გაასეირნეთ ბუნების წიაღში. ხშირად მოამზადეთ მთელი ოჯახისთვის ხილის სმუზი - დაჭერით ვაშლი, ფორთოხალი, ლიმონი, გრეიპფრუტი, კივი, ბანანი, მოათავსეთ ბლენდერში, დაასხით ასკილის ნაყენი, 1 სადილის კოვზი თაფლი და გათქვიფეთ. გადაიღეთ მაღალ, გამჭვირვალე მინის ჭურჭელში, მორთეთ პიტნის ფოთლებით და მიირთვით. გაზაფხულზე ხშირად მოაწყვეთ ოჯახური დღესასწაულები. გაახალისეთ სუფრა ხილის ვიტამინოვანი დესერტით. გაითვალისწინეთ, ბავშვის მზარდ ორგანიზმს გაცილებით მეტი ვიტამინი და მინერალური ნივთიერება სჭირდება, ვიდრე ზრდასრული ადამიანისას.

მკურნალი.გე

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს