რა უნდა მიირთვათ თვალების ჯანმრთელობისათვის

რა უნდა მიირთვათ თვალების ჯანმრთელობისათვის

საკვებ რაციონზე რომ დიდად არის დამოკიდებული ჩვენი თვალების ჯანმრთელობა და მხედველობის სიმახვილე – ყველას კარგად მოეხსენება. სხვა საკითხია, ვინ როგორ იცავს კვების რეჟიმსა და საკვები რაციონის სრულფასოვნებას. გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებიც აუცილებლად უნდა მიირთვათ მხედველობის ფუნქციის სიჯანსაღისთვის:

კომბოსტო - შეიცავს ლუთეინსა და ზეაქსანტინს, რომლებიც გროვდება თვალის ბადურაში და უზრუნველყოფს ჯანსაღ მხედველობას. მათი მთავარი ფუნქცია სინათლის დამღუპველი მოქმედებისაგან თვალის დაცვაა, უფრო კონკრეტულად, მოკლეტალღოვანი ლურჯი შუქისაგან. გარდა ამისა, დასახელებული ნივთიერებები ხელს უშლის კატარაქტის განვითარებას. კომბოსტო მდიდარია A და C ვიტამინებით, რომლებიც პასუხისმგებელია სიბნელისადმი თვალის ადაპტაციაზე, იცავს თვალის ქსოვილებს მავნე რადიკალების მოქმედებისგან.

ინდაურის ხორცი - თუთიისა და ნიაცინის უხვად შემცველობის გამო ხელს უწყობს ორგანიზმს A ვიტამინის ათვისებაში, ანეიტრალებს მავნე რადიკალებს, უზრუნველყოფს თვალის ნორმალურ ფუნქციობას ახალ უჯრედთა ინტენსიურად წარმოქმნა-განახლების ხარჯზე.

ორაგული - სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ თევზის ეს სახეობა გაჯერებულია ომეგა-3 ტიპის ცხიმოვანი მჟავებით. სწორედ ეს ნივთიერებები ეხმარება ადამიანს თვალის გამოშრობის სინდრომის დაძლევაში (ეს პრობლემა კარგად ნაცნობია კომპიუტერთან ხანგრძლივად მომუშავეებისთვის), ამცირებს გლაუკომის აღმოცენების რისკს, ყვითელი ხალის დეგენერაციას მინიმუმ 30%-ით. ამისათვის საკმარისია კვირაში ორჯერ 100 გრამი თევზი მიირთვათ.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს