როგორ ავიცილოთ თავიდან ინტიმური პრობლემები

როგორ ავიცილოთ თავიდან ინტიმური პრობლემები

სადღეისოდ ტერმინი "იმპოტენცია" სპეციალისტების ლექსიკონიდან პრაქტიკულად ამოღებულია. ის ტერმინმა "ერექციულმა დისფუნქციამ" შეცვალა. თუმცა პრობლემას ამით არაფერი ეშველა - ის დღესაც საკმაოდ არის გავრცელებული მამაკაცებს შორის. საქმეს ისიც ართულებს, რომ ბევრი აგვიანებს ექიმთან მისვლას - ზოგი მკურნალობის ხალხურ საშუალებებს ამჯობინებს, ზოგიც სირცხვილისა თუ რიდის გამო უსიტყვოდ იტანჯება... იმპოტენციის გამო ექიმთან მისვლის სურვილის უქონლობა მსოფლიო პრობლემაა, მაგრამ საქართველოში ის განსაკუთრებით აქტუალურია, ვინაიდან ჩვენში მიღებული არ არის, სქესობრივი ცხოვრების მოსაწესრიგებლად ექიმს მიმართონ, თუმცა თანამედროვე მედიცინას მრავალი საშუალება აქვს ერექციული დისფუნქციის აღმოსაფხვრელად. იმპოტენციის მიზეზებზე, მისი მკურნალობის პრობლემის გადაჭრის გზებსა და საშუალებებზე სასაუბროდ თბილისის კანისა და ვენსნეულებათა დისპანსერის ექიმს, სექსოპათოლოგ არკადი მოროზოვს ვეწვიეთ.

- ბატონო არკადი, რა იწვევს მამაკაცის სქესობრივი პოტენციის დაქვეითებას?

- მამაკაცის სქესობრივი პოტენციის დაქვეითებას უამრავი ფაქტორი იწვევს. შეგვიძლია, ისინი ორ ძირითად კატეგორიად: ფსიქოლოგიურ და ორგანულ პრობლემებად დავყოთ. ფსიქოლოგიურია:

  • არარეგულარული სქესობრივი ცხოვრება;
  • წარუმატებლობის მოლოდინი;
  • კონფლიქტური სიტუაცია ოჯახში და ოჯახის გარეთ;
  • მორიდება;
  • სტრესი და გადაღლა.

ორგანულის მიზეზი შეიძლება იყოს:

  • სპირტიანი სასმელების ჭარბი მიღება;
  • სიგარეტის წევა;
  • ნარკოტიკების მიღება;
  • ჭარბი წონა;
  • ზოგიერთი მედიკამენტის მიღება;
  • სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
  • ჰორმონული დარღვევა;
  • ჯანმრთელობის სხვა პრობლემები.

- მსოფლიო სტატისტიკით, 35-40 წლის მამაკაცებიდან პოტენციასთან დაკავშირებულ პრობლემებს საშუალოდ 40% უჩივის. რა მნიშვნელობა ენიჭება ასაკს ამ პრობლემის განხილვისას?

- ასაკს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ, ასაკის მატებას მოჰყვება ჯანმრთელობის ზოგადი გაუარესება და ამ ფონზე, ბუნებრივია, ხშირად იჩენს თავს სექსოლოგიური პრობლემებიც. ჩემი აზრით, ნებისმიერ მამაკაცს აქვს რესურსი, რომ პოტენცია ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოს. მთავარია, როგორ გამოიყენებს ადამიანი საკუთარ შესაძლებლობებს.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს