პუტინმა 1 მილიარდ დოლარად ღირებული სასახლე მაქინაციებით ჩაიგდო ხელში?

პუტინმა 1 მილიარდ დოლარად ღირებული სასახლე მაქინაციებით ჩაიგდო ხელში?

2005 წელს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავად გასცა სამედიცინო დაწესებულებების აშენებისა და ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვის ბრძანება. 5 წლის შემდეგ, ხელისუფლებამ აღმოაჩინა, რომ მიმწოდებლები 2-3-ჯერ უფრო ძვირად ყიდდნენ სიცოცხლისთვის საჭირო ისეთ სამედიცინო დანადგარებს, როგორიც მაღალტექნოლოგიური ტომოგრაფია.

მას შემდეგ, რაც ინფორმაცია ამის შესახებ არაერთხელ გავრცელდა პრესის ფურცლებზე, დიმიტრი მედვედევმა ტელევიზიით საჯაროდ დაგმო ფაქტი და განაცხადა, რომ ეს " სახელმწიფო ქონების აბსოლუტურად ცინიკური, უხეში ძარცვაა". მან რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებს მისცა ბრძანება, გამოეძიებინათ საკითხი და ყველა დამნაშავე პასუხისგებაში მიეცათ.

გამოძიების შემდეგ, სამართალდამცავებმა დამნაშავეები დაბალ ფენებში იპოვეს. 2012 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ტომოგრაფების საქმესთან დაკავშირებით ბრალი 104 ადამიანს წარედგინა.

თუმცა, "როიტერის" ჩატარებული გამოძიების შედეგად, ნათელი გახდა, რომ ზემოთ ნახსენებ მაქინაციებში მონაწილეობა პუტინის წრიდან ორ გავლენიან ადამიანს ჰქონდა მიღებული, რომელთაც პასუხისმგებლობა არ დაეკისრათ.

ამ ადამიანებმა რუსეთში 195 მილიონი დოლარის ღირებულების სამედიცინო ხელსაწყოები გაყიდეს, ხოლო მიღებული თანხიდან 84 მილიონი დოლარი შვეიცარიის ბანკის ანგარიშზე გადარიცხეს. როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, დაახლოებით, 35 მილიონი ევრო სწორედ იმ სამშენებლო კომპანიის ანგარიშზეა დარიცხული, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე ელიტური სასახლის (იგივე, "პუტინის სასახლის") მშენებლობაში მონაწილეობდა.

2010 წელს რუსმა ბიზნესმენმა, სერგეი კოლესნიკოვმა რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტს, დიმიტრი მედვედევს ღია წერილით მიმართა, რომელშიც ირწმუნებოდა, რომ სასახლე მოპარული სახელმწიფო ქონებით შენდებოდა, რომელსაც ხელს ოფშორული კომპანიები უწყობდნენ. გარდა ამისა, კოლესნიკოვი აღნიშნავდა, რომ "პეტრეს" სასახლის ანალოგის მშენებლობაში 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა. წერილის გამოქვეყნების შემდეგ, რუსულმა ვიკილიქსმა ძვირადღირებული სასახლის სურათებიც გამოაქვეყნა, თუმცა, რუსეთის ხელისუფლებას ფაქტზე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია, მხოლოდ უარყოფდა პუტინის კავშირს დანაშაულთან.

რაც შეეხება თვითონ სასახლეს, იგი კრასნოდარის ოლქის ქალაქ გელენჯიკთან მდებარეობს და 750 000 კვადრატული მეტრის ფართობზეა აშენებული. მის ტერიტორიაზე განთავსებულია უამრავი ბაღები, შადრევნები, პარკები, აუზები, სპორტული მოედნები, საფრენი ბილიკი და პატარა სოფელიც კი, სადაც მომსახურე პერსონალი ცხოვრობს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სასახლის არქიტექტორი ლანფრანკო ჩირილოა, რომელსაც პუტინის ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა.

მომზადებულია www.ibtimes.co.uk-სა და reuters.com-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს