''როცა ქალს შენთან რაღაც არ გამოსდის, აუცილებლად იტყვის, რომ გეი ხარ'' - ნოდიკო ტატიშვილი

''როცა ქალს შენთან რაღაც არ გამოსდის, აუცილებლად იტყვის, რომ გეი ხარ'' - ნოდიკო ტატიშვილი

ნოდიკო ტატიშვილთან ინტერვიუ ტრადიციების თემაზე ჩავწერეთ. სხვა დანარჩენთან ერთად ოჯახური ტრადიციებიც განვიხილეთ. როცა ვკითხეთ, როგორია მისთვის ნამდვილი ქართველი ქალი, ასეთი პასუხი გამცა: ''დედაჩემი ეტალონია ჩემთვის...''

- ძალიან ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე, ტრადიციები ქართველებს თითქოს შესისხლხორცებული გვაქვს. ბევრი ტრადიცია მართლაც საამაყოა და არ მინდა, დაიკარგოს. მაგალითად, ჩვენთვის ძალიან საამაყო ტრადიციაა ძმობა, დედმამიშვილობა, დედაშვილობა. მომწონს ქართული სუფრის ტრადიცია, ოღონდ მე იმ ტრადიციაზე ვსაუბრობ, რომელზეც ყველა სტუმარი გიჟდება და არა ღრეობაზე და იმდენის სმაზე, ბოლოს საცივში რომ დებენ თავს. ასევე ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის ძალიან კარგი ტრადიციები გვაქვს. გასაგებია, რომ ქალი სრულუფლებიანია, მაგრამ ოჯახში რომ კაცი უნდა იყოს უფროსი და მან უნდა მართოს - ეს მომწონს, ოღონდ, რა თქმა უნდა, აუცილებლად ქალის გამჭრიახ გონებასთან ერთად. მაღიზიანებს ის ტრადიციები, რომლებიც XXI საუკუნეში მახინჯდება. ძალიან დიდი განსაცდელი აქვს საქართველოს, არ ვიცი, ასე რამ გააბოროტა ხალხი, თავნებობა ისევ მოწოდების სი-მაღლეზეა, როგორც ადრე, ჩემი ბავშ-ვობის პერიოდში. თითქოს ძმაკაცობის ტრადიციაც კი დაიკარგა, ძმაკაცმა ძმაკაცი შეიძლება, სხვადასხვა პოლი-ტიკური შეხედულების გამო დაკარგოს.

- ოჯახის შექმნის ტრადიციასა და ქორწინებამდე თანაცხოვრებაზე მაინტერესებს შენი აზრი.

- რამდენიმე წლის წინ იყო პერიოდი, როცა თანაცხოვრება ქორწინებამდე ჩემთვის მიუღებელი იყო, მაგრამ უკვე დიდი ხანია მივხვდი, რომ ეს კარგიცაა. ოღონდ ამას გამოცდის სახე არ უნდა მიეცეს. მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური თვალსაზრისით წინასწარი თანაცხოვრება ჯვრისწერის გარეშე მრუშობაა და მიუღებელია, მაინც მგონია, რომ თუ ორ ადამიანს უნდა ერთად ცხოვრება იმიტომ, რომ ერთმანეთი ძალიან უყვართ, ეს უნდა გააკეთონ. თუმცა, როცა ადამიანი გიყვარს, მაგრამ ბოლომდე არაა ხელმისაწვდომი შენთვის, შეყვარებულობის ეტაპი კი ქორწილითა და ჯვრისწერით გვირგვინდება, ამასაც თავისი ხიბლი აქვს. ხელის თხოვაც არაა ცუდი ტრადიცია, ბავშვობიდან სულ ვამბობდი, ამას არ გავაკეთებ-მეთქი, თითქოს მეუხერხულება ხელის თხოვა, მაგრამ არაა გამორიცხული, ასეც მოვიქცე, ნათქვამია, არასოდეს თქვა არასოდესო.

- რას ნიშნავს შენთვის პატიოსანი ქალი?

- ქალი არ უნდა იყოს როსკიპი, მეძავი არც გონებით და არც სხეულით, ეს პირდაპირ რომ გითხრა და მარტივად. ჩემთვის აფერისტი, ცბიერი ქალი იგივე მეძავია. თუ ქალს ჰყავდა შეყვარებული, ჰქონდა მასთან ურთიერთობა, ან ჰყავდა ქმარი და არ გაუმართლა, ეს ჩემთვის გასაგებია. მხოლოდ სექსუალური ცხოვრებით არ განისაზღვრება პატიოსნება.

- კაცს რატომ ეპატიება ღალატი, ქალისგან განსხვავებით?

- ლოგიკურად რომ მივყვეთ, ისევე არ ეპატიება კაცს, როგორც ქალს. მყავს რამდენიმე ძმაკაცი, რომელთაც ოჯახის შექმნის შემდეგ გვერდზე არ გაუხედავთ. ამას ვაფასებ. მგონია, რომ მეც ასე ვიქნები. როცა შემიყვარდება ქალი სიცოცხლეზე მეტად და მას დავუკავშირებ ჩემს ცხოვრებას, არ მომინდება გვერდით გახედვა, თუმცა ძნელია ამაზე უარის თქმა, მით უმეტეს, როცა ინიციატივა მოდის ლამაზი, სექსუალური, მიმზიდველი ქალისგან.

იხილეთ გაგრძელება

როგორ გამოიყურება კერძო სახლი ბათუმში, რომელიც 10 მლნ ლარამდე ღირს - ნახეთ ფოტოები

5 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით "დაბნელებების დერეფანია" - რა უნდა ვიცოდეთ ამ ერთ თვესთან დაკავშირებით

ბადრი ვადაჭკორიას ულამაზესი ფოტოები დენდროლოგიური პარკიდან, რომელიც 15 ივლისიდან იხსნება