როგორ ავიცილოთ იოდდეფიციტი

როგორ ავიცილოთ იოდდეფიციტი

იოდდეფიციტი მხოლოდ არარაციონალური კვების შედეგი როდია. ამ უმნიშვნელოვანეს მიკროელემენტს ორგანიზმი ჰაერიდანაც და წყლიდანაც ითვისებს, შესაბამისად, იოდდეფიციტი ენდემურ კერებში განსაკუთრებით აქტუალურია. იოდზე გაზრდილი მოთხოვნილება აქვთ ბავშვებს, ორსულებსა და მეძუძურ ქალებს.

როგორ ვლინდება იოდდეფიციტი

იოდდეფიციტი უპირველესად ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე აისახება, რადგანაც ეს ენდოკრინული ჯირკვალი გამოიმუშავებს იოდშემცველ ჰორმონებს. იოდდეფიციტზე ნიშანს იძლევა კანიც - შრება, კარგავს ელასტიურობას, ცვილისებრ ელფერს იძენს. ნივთიერებათა ცვლის (მასში მონაწილეობს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებიც) მოშლის გამო თავს იჩენს სიმსუქნე. ირღვევა ნაწლავების ფუნქცია – ვითარდება შეკრულობა. მკვეთრი იოდდეფიციტი აისახება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ქვეითდება არტერიული წნევა, ვითარდება არითმია. ზოგჯერ ირღვევა მენსტრუალური ციკლი.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს