პუტინის და ვირის "რომანტიკული" ისტორია - როგორ მიუძღოდა ცხოველი პრეზიდენტს ათონის მთისკენ

პუტინის და ვირის "რომანტიკული" ისტორია - როგორ მიუძღოდა ცხოველი პრეზიდენტს ათონის მთისკენ

26 აპრილს ტელეკომპანია Россиа-ს ეთერში ჟურნალისტ ვლადიმერ სოლოვიოვის პროპაგანდისტული ფილმის "პრეზიდენტის" პრემიერა შედგა. 140-წუთიანი ფილმის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მონაკვეთი რუსმა ბლოგერებმა სწრაფად აიტაცეს და სოციალურ ქსელში დიდი მითქმა-მოთქმაც გამოიწვია.

ფილმის ამ მონაკვეთში საუბარია პრეზიდენტის ვიზიტზე ათონის წმინდა მთაზე და იქ მომხდარ "სასწაულზე", როგორც ამას ბერები ჰყვებიან. სასულიერო პირები იხსენებენ, თუ როგორ მიეგება რუსეთის პრეზიდენტს ვირი და გაუძღვა მას მთისკენ მიმავალ გზაზე. სიუჟეტის რესპოდენტი იეროდიაკონი ევსტაფი ამბობს: "ვფიქრობ, ეს ნიშანია დედა ღვთისმშობლისგან. პრეზიდენტს მიეცა რაღაც ნიშანი, მაგრამ ეს ალბათ მხოლოდ მისთვისაა გასაგები".

იხილეთ ვიდეო