ზენა, მეომართა დედოფალი - რას საქმიანობს დღეს წარსულში ცნობილი მსახიობი (+15 PHOTO)

ზენა, მეომართა დედოფალი - რას საქმიანობს დღეს წარსულში ცნობილი მსახიობი (+15 PHOTO)

80-90-იანი წლების მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ერთ-ერთი კინოგმირი ლუსი ლოულესი იყო. იგივე ზენა მეომართა დედოფალი.

47 წლის წინ, 29 მარტს ახალი ზელანდიის ქალაქ მაუნტ-ალბერტში, რომლის მოსახლეობა 5.5 ათასს ადამიანს აღწევს, ლუსი ლოულესი დაიბადა.

ევროპაში რამდენიმე წლიანი მოგზაურობის შემდეგ ლუსი მეუღლესთან ერთად ახალ ზელანდიაში დაბრუნდა, გოგონა გააჩინა და ოჯახურ ცხოვრებას მიჰყო ხელი, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა კონკურს "მის ზელანდიას" შემდეგ, რომელიც 1989 წელს ჩატარდა. მის ზელანდია ლუსი გახდა, რასაც ზარები და კინოში გადაღების შემოთავაზებები მოჰყვა.

პირველად ბოროტი ზენას როლში ლუსი ჰერაკლეს სერიალში გადაიღეს. თავდაპირველად ლუსი ზენას როლის შემსრულებლის დუბლიორად აიყვანეს. ლუსის მთავარი მსახიობის ავადმყოფობის გამო, სამ ეპიზოდში მოუწია თამაში და მან რეჟისორსა და მომუშავე პერსონალზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ამის შემდეგ კი, მათ ზენაზე საერთოდ სხვა სერიალის გადაღება გადაწყვიტეს.

სერიალის ექვსმა სეზონმა ლუსის მსოფლიო ცნობადობა მოუტანა. ლუსი ქმარს დაშორდა და შვილთან ერთად ამერიკის დასაპყრობად წავიდა.

თუმცა, ამერიკაში გადაბარგების შემდეგ ლუსი უმაღლესი დონის ვარსკვლავი მაინც ვერ გახდა. ის იძულებული იყო მესამეხარისხოვანი როლები ეთამაშა ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორებიცაა: "ადამიანი ობობა", "ბუგიმენი", "საიდუმლო მასალები", "ევროტური".

იხილეთ ფოტოგალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს