პრინცესა დაიანას უკანონო ქალიშვილი ჰყავდა - დასავლური პრესა სამეფო ოჯახის საიდუმლოს ააშკარავებს

პრინცესა დაიანას უკანონო ქალიშვილი ჰყავდა - დასავლური პრესა სამეფო ოჯახის საიდუმლოს ააშკარავებს

დასავლური პრესაში სენსაციური ცნობა გაჩნდა - ჟურნალი Globe -ის ჟურნალისტემა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის საიდუმლო გამოააშკარავეს. აღმოჩნდა, რომ პრინცესა დაინას ქორწინების გარეშე ქალიშვილი ჰყოლია.

მიუხედავად იმისა, რომ მონარქთა პირადი ცხოვრება მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა, საიდუმლოებები მაინც ჩნდება. სტატიაში ნათქვამია, რომ როდესაც დაიანა სპენსერისა და პრინც ჩარლზის ურთიერთობა საჯარო გახდა, დედოფალმა ელიზაბეტმა გადაწყვიტა დარწმუნებულიყო, რომ წყვილის ურთიერთობას მომავალი ჰქონდა. კერძოდ, ეყოლებოდათ თუ არა შვილები. წყვილმა შემოწმება კლინიკაში გაიარა, სადაც დაამტკიცეს, რომ ჩასახვის პრობლემა წყვილს არ შეექმნებოდა. კონკრეტულად კი მათი სასქესო უჯრედების შერწყმა, ანუ განაყოფიერება მოახდინეს ხელოვნურ გარემოში. პასუხმა დედოფალი დააკმაყოფილა და ხელოვნური გზით მიღებული ემბრიონის განადგურება ბრძანა. ყველაფერი სწორედ აქ დაიწყო - ბრძანება არ შესრულდა. მეტიც, ემბრიონი ამერიკელ სუროგატ დედას გადაუნერგეს. 9 თვის შემდეგ კი გოგონა გაჩნდა. იმ დროს ჩარლზი და დაიანა უკვე დაქორწინებულნი იყვნენ.

დღეს გოგონა 30 წლისაა და კენტუკის შტატში ცხოვრობს. გამოცემა იმასაც ამტკიცებს, ჩარლზი უკანონო ქალიშვილს საიდუმლოდ ხვდებაო. მათი შეხვედრების ამსახველი კადრები ქუჩის სათვალთვალო კამერებით დაფიქსირებულია და ბუკინგემის სასახლე ცდილობს ამ მასალამ დღის სინათლე არ იხილოს.

საინტერესოა ისიც, რომ პრონცესა დაიანას ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ანდერძში თავის პირველ შვილზე არაფერი იყო ნახსენები.  ამბობენ, კეიტ მიდლტონის ვიზიტი აშშ-ში შემთხვევითი არ იყო - ჰერცოგინიას პირადად უნდოდა მეუღლის და ენახა. ამ დროისთვის დნმ-ის ანალიზის ჩატარების საკითხი განიხილება.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

როგორი იქნებოდა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ცხოვრება, პრინცესა დაიანას რომ ეცოცხლა - ნამუშევრები, რომლებსაც უემოციოდ ვერ ნახავთ

გიორგი ფარეშიშვილს ლეიკემიის დასამარცხებლად საზოგადოების თანადგომა სჭირდება

როგორი სახლი დახვდა კალიფორნიელ ქალს იტალიაში, რომელმაც ის ერთ დოლარად შეიძინა - "სახლები შვილებისთვისაც ვიყიდე და მეგობრებიც წამოვიყვანე" (ფოტოები)