მეცნიერებმა ყველაზე "ლოთი" პროფესიები გამოავლინეს

მეცნიერებმა ყველაზე "ლოთი" პროფესიები გამოავლინეს

მეცნიერებმა ყველაზე "ლოთი" პროფესიები გამოავლინეს. უფრო სწორად, გამოიკვლიეს, რომელ სფეროში დასაქმებული ადამიანები ეტანებიან ყველაზე ხშირად ალკოჰოლს.

კვლევა აშშ-ის ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალურ სამსახურთან ერთად ჩაატარა და დაადგინა, რომ ყველაზე ხშირად ალკოჰოლის "გადაკვრა" მძიმე ფიზიკურ სამუშაოზე დასაქმებულ ადამიანებს სჩვევიათ. ასეთები მშენებლები და მაღაროს მუშაკები აღმოჩნდნენ. უფრო ზუსტად, პირველ ადგილზე 17,5 პროცენტით მემაღაროები მოხვდნენ, უმნიშვნელო სხვაობით - 16,5 პროცენტით მეორე ადგილი მშენებლებმა დაიკავეს.

მესამე ადგილზე სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესში დასაქმებული ადამიანები აღმოჩნდნენ. სხვათა შორის, ისინი პირველ ადგილს იკავებენ ნარკოტიკებით გატაცებული პროფესიების სიაში.

მენეჯერებიც ხშირად არიან ნარკოტიკებით გატაცებულნი, თუმცა სპირტიანი სასმელების მომხმარებელთა რეიტინგში მხოლოდ მე-4 ადგილი დაიკავეს.

მე-5 ადგილზე განათლებისა და ჯანდაცვის მუშაკები არიან. ყველაზე მცირე რაოდენობით კი ალკოჰოლს ჩინოვნიკები მოიხმარენ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს