როგორ ვებრძოლოთ ჩრჩილს ხალხური საშუალებებით

როგორ ვებრძოლოთ ჩრჩილს ხალხური საშუალებებით

ჩრჩილთან საბრძოლველი უამრავი თანამედროვე ქიმიური საშუალება არსებობს, თუმცა ყველა ეფექტური როდია, ხოლო ზოგიერთი მათგანი საკმაოდ ტოქსიურიცაა. გარდა ამისა, ზოგი საშიშია ალერგიული ადამიანებისთვის. ამ შემთხვევაში გვიწევს მივმართოთ ხალხურ საშუალებებს.

ჩრჩილი აზიანებს შალის ნივთებს, ბეწვს, ტყავს, ხალიჩებს, ქსოვილებს, ბურღულეულს, ფქვილს და ა.შ. ჩრჩილის არსებობის შესახებ მაშინ ვიგებთ, როდესაც სახლში მფრინავი პეპლები ჩნდება ან კარადაში ჩრჩილისგან დაზიანებულ ნივთებსა და საკვებს აღმოვაჩენთ. პეპლები ნივთებს არ აფუჭებენ, ისინი დებენ კვერცხებს, რომლიდანაც იჩეკებიან ღორმუცელა მუხლუხები. სახლში მფრინავი ჩრჩილის არსებობა იმაზე მეტყველებს, რომ სადღაც ბუდეა, სადაც მაძღარი მუხლუხები ასრულებენ განვითარების ციკლს.

ჩრჩილისაგან დასაცავი მრავალი ქიმიური საშუალება ანადგურებს მფრინავ პეპლებს და არა მუხლუხებს, განსაკუთრებით თუ ისინი კარადაში ღრმად არიან განთავსებულები. ძლიერმოქმედი, რთული ქიმიური პრეპარატები ხშირად ადამიანისთვის არა ნაკლებ საშიშია, ხოლო მათი სამზარეულოში გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია.

გახსოვდეთ!

ზამთრის ტანსაცმელი არასოდეს შეინახოთ გაურეცხავი, რადგანაც ჩრჩილი ძირითადად აზიანებს იმ ადგილებს, რომლებიც ოფლითა და ცხიმით არის დასვრილი. კარადები აუცილებლად ხშირად უნდა განიავდეს, ხოლო გაზაფხულზე უნდა გამზეურდეს ზამთრის ტანსაცმელი, ქურქები და ხალიჩები.

როგორ ვებრძოლოთ:

კარადაში, სადაც ინახება შალის პლედები, თბილი სვიტერები, ქურქები და ქუდები მოათავსეთ ლიმონის ან ფორთოხლის გამხმარი კანი, მარლის პატარა ტომსიკები ლავანდის თესლით, აბზინდას, ნემსიწვერას, იელის ტოტები, კრაზანას ყვავილები და ფოთლები, ევკალიპტის ფოთლები. მნიშვნელოვანია პერიოდულად დაცვის მცენარეული საშუალებების განახლება. სასარგებლოა მათი ქურთუკების, პალტოების ჯიბეებში მოთავსება.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს