მშობლის 10 მცნება - ერთის დარღვევაც კი დაუშვებელია

მშობლის 10 მცნება - ერთის დარღვევაც კი დაუშვებელია

იანუშ კორჩაკი ცნობილი პოლონელი პედაგოგი, მწერალი, ექიმი და საზოგადო მოღვაწე იყო, რომელმაც თავისი ცხოვრება ბავშვებს მიუძღვნა და მათ სიყვარულსვე შეეწირა. ვარშავის გეტოში მას ობოლთა თავშესაფარი ჰქონდა მოწყობილი, სადაც 200 აღსაზრდელი ჰყავდა და მათ მზრუნველობას არ აკლებდა. 1942 წლის ზაფხულში პოლონელმა პარტიზანებმა შესთავაზეს იქიდან საიდუმლოდ გამოსვლა, რომ ფაშისტებს მისთვის რამე არ დაეშავებინათ. თუმცა იანუშმა უარი თქვა თავისი აღსაზრდელების გარეშე იქიდან გასვლაზე. მას არ სჯეროდა, რომ გაზის კამერებში ელოდათ სიკვდილი. "ბავშვებს ხელს არ ახლებენ", - ამბობდა კორჩაკი... თუმცა ბავშვებს ხელი ახლეს... იანუში თავის აღსაზრდელებთან ერთად გაზის კამერებში დახოცეს...

თქვენ წინაშე იანუშის ათი მცნებაა მშობლებისთვის, რომლებიც ყველამ უნდა წაიკითხოს:

1. ნუ ელოდები, რომ შენი შვილი იქნება შენნაირი ან ისეთი, როგორიც შენ გინდა, რომ იყოს. დაეხმარე, იყოს ის, ვინც მას უნდა.

2. ნუ დააყვედრი ყველაფერს, რასაც უკეთებ. შენ მას სიცოცხლე აჩუქე, როგორ გადაგიხდის ამას? ის თავის შვილს გადასცემს სიცოცხლეს, ის შვილი - თავის შვილს და ეს არის ბუნებრივი მადლიერების კანონზომიერება.

3. ნუ გადმოათნხევ შვილზე შენს წყენას, თუ არ გინდა, სიბერეში შავი პური ჭამო. გახსოვდეს, რასაც დასთეს, იმას მოიმკი.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს