დადგმული სკანდალი "იმედის'' ეთერში - რა მოხდა გულისაშვილსა და თაკო ჩორგოლაშვილს შორის

დადგმული სკანდალი "იმედის'' ეთერში  - რა მოხდა გულისაშვილსა და თაკო ჩორგოლაშვილს შორის

პარასკევს ''იმედის დილაში'' კულინარიული რუბრიკის წამყვან ნატუკა გულისაშვილსა და თაკო ჩორგოლაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა. ნატუკამ თაკოს ბანანის დაჭრის მეთოდი დაუწუნა. ამბობდა, რომ მისი გაკეთებული არაფრად არ ვარგოდა.

მიმართვის ფორმა აგრესიული და დამცინავი იყო. თაკოს მისი ნათქვამის გამო განაწყენდა და ეთერი დატოვა. მომხდარის შემდეგ სოციალურ ქსელში არ წყდება ნატუკას მიმართ სალანძღავი კომენტარები. წერდნენ, რომ ზოგადად ნატუკა ასე ექცევა თაკოს. ხშირად უთქვამს, რომ ლამაზმა გოგონებმა არაფრის გაკეთება არ იციან და თაკოსაც არაფერი არ გამოსდის. რამდენიმე კითხვით მსახიობ ნატუკა გულისაშვილს მივმართეთ.

- ნატუკა, რატომ ეჩხუბე თაკოს პირდაპირ ეთერში?

- დადგმული სცენა იყო, რეალურად არ გვიჩხუბია. შემდეგ პარასკევს თემა აგრესია უნდა იყოს. საოცარი აჟიოტაჟი გამოიწვია ამ ამბავმა.

- კომენტარებში წერენ, რომ თაკოს სულ ასე ეჩხუბები. ასეთი იმიჯი, რატომ მოირგე?

- ასეთი რამე პირველად გავიგე. მე არანაირი იმიჯი არ მომირგია და მით უმეტეს ასეთი. ჯობია, თაკოს ჰკითხო ვეჩხუბები თუ - არა და რა ურთიერთობა გვაქვს. ცოტა სასაცილოა უკვე ხალხის რეაქცია. თაკომ ატეხილი აჟიოტაჟის მერე მითხრა, რომ როცა ''ცეკვვავენ ვარსკვლავებში'' ფინალში გავედი, მაშინ ჩემზე წერდნენ საშინელ რაღაცებს და ახლა შენ გახდი ცუდი და მე კი ცოდო გოგოო.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს