5 რამ ჯანმრთელობაზე, რაც ყველამ აუცილებლად უნდა იცოდეს

5 რამ ჯანმრთელობაზე, რაც ყველამ აუცილებლად უნდა იცოდეს

გულის იშემიური (კორონალური) დაავადებების საფრთხე გულისა და სისლძარღვთა სისტემის ფუნქციონირების დარღვევის დროს წარმოიქმნება. ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება ვერც კი ხვდებოდეს არსებული პრობლემების შესახებ. როდესაც აღმოვაჩენთ, რომ ავად ვართ, შესაძლოა, უკვე ძალიან გვიანი იყოს. მსხვერპლი ხშირად ინფარქტისგან ან გულის გაჩერებისგან კვდება. არის რაღაცები, რაც ყოველმა ჩვენგანმა უნდა იცოდეს.

თამბაქო

თამბაქოს კვამლში შემავალი ნიკოტინი, მხუთავი აირი, ბენზოლი, ამიაკი და სხვა ნივთიერებები ავიწროებს სისხლძარღვებს, რითაც აადვილებს მათ ქოლესტერინით გაჯერებას და ხელს უწყობს ათეროსკლეროზის განვითარებას. გარდა ამისა, მწეველის სისხლში იმატებს ქოლესტერინის შემცველობა, რაც ასევე ამცირებს სისხლძარღვების ელასტიკურობას. თამბაქოს მხუთავი აირი სისხლში ჰემოგლობინს უკავშირდება და წარმოქმნის დაუშლელ ნაერთს - კარბოქსილჰემოგლობინს, რომელიც ათეროსკლეროზის განვითარებას საგრძნობლად აჩქარებს. მოწევა ამცირებს სისხლის შედედების დროს, ზრდის თრომბოციტების შეწებების უნარს, რის გამოც იმატებს თრომბების წარმოქმნის ალბათობა.

ცხიმიანი საკვები

ნაღების კარაქი, ცხიმიანი რძე, ცხიმიანი არაჟანი, წითელი ხორცი - ყველა ეს პროდუქტი არც ისე უსაფრთხოა. ყველა მათგანი შეიცავს ცხოველური ცხიმებს, რომლებიც სახიფათოა ჯანმრთელობისთვის და რაციონში მათი მოხმარების დოზის შემცირებას მოითხოვს. ზემოთ ჩამოთვლილი, პროდუქტები ორგანიზმში ქოლესტერინის დაგროვებას უწყობენ ხელს, რომელმაც შეიძლება ლეტალურ დასასრულამდე მიიყვანოს ადამიანი.

ტკბილეული

ჩაიში ჩაყრილ შაქარზე უარის თქმის შემთხვევაში, ჩვენ ვთვლით, რომ ამით ვამცირებთ მის მოხმარებას, თუმცა, ვცდებით. სინამდვილეში შაქრის 70%-ს მზა პროდუქტებიდან ვიღებთ. აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მეცნიერებმა ჩაატარეს გამოკვლევა, რომელშიც 31-მა ათასმა ამერიკელმა მიიღო მონაწილეობა. შედეგებით დადგინდა, რომ ადამიანებში, რომლებიც შაქარს მოიხმარენ 18%-ით მეტია გულის შეტევის ალბათობა, ვიდრე იმ ადამიანებში, რომლებიც შაქარს შეზღუდული რაოდენობით მოიხმარენ. ამასთან ერთად, გამოყენებული შაქარი სასურველია იყოს ხილიდან და ბოსტნეულიდან მიღებული და არა, გაზიანი სასმელებიდან ან ტკბილეულიდან.

მარილი

წელს ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ, ხალხს მოუწოდა აკონტროლონ მიღებული მარილების რაოდენობა. "თუკი 2015 წლისთვის შესაძლებელი გახდება მოხმარებული მარილის 30%-ით შემცირება, მაშინ

ჩვენ მილიონობით ადამიანის გადარჩენას შევძლებთ, რომლებიც გულის და სისხლძარღვთა დაავადებებით კვდებიან". ჩვენ უნდა მოვიხმაროთ დღე-ღამეში არაუმეტეს 2 გრამი მარილისა. მარილის გადაჭარბებული მოხმარება ხელს უწყობს ჰიპერტონიის და სისხლის მაღალი წნევის განვითარებას.

ნერვიულობა

კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომელიც ადგენდა კავშირს ადამიანის ემოციურ და ჯანმრთელობის მდგომარეობას შორის. დაკვირვება 14 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ ადამიანებში, რომლებიც უფრო მეტად არიან სტრესის ზემოქმედების ქვეშ, 27%-ით მეტია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს