თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის ნაწილს ხვალ, დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს.

საბურთალოს რაიონში, 09:30 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, საბურთალოს, ცინცაძის, კალანდაძის, ბაგრატიონის, მიცკევიჩის და კოსტავას ქუჩების მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კოსტავას ქუჩის მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის, ასათიანის და ზემო დელისის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV კვარტლის, ლუბლიანას, ბელიაშვილის და ახმეტელის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III, IV, V, VI მიკრორაიონების, მიქელაძის და რობაქიძის ქუჩებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გარიშვილების, კაკაბაძის, სადმელის, სამოცდამეცამეტეს, ამირანაშვილის, ველისციხის, სიხარულიძის, ჟღენტის, ჩარგლის და ურეკის ქუჩებს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ქსნის, არბოს, ვარდისუბნის, ქვიშხეთის და ღრმაღელის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივი III მიკრორაიონის I კვარტლის, აეროპორტის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, ლილოს დასახლების, დავითაშვილის, შანშიაშვილის, ხვედელიანის, ქაიროს, ქიზიყის, ენუქიძის და პოლიციის ქუჩებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის ზემო პლატოს მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სამხედრო ქალაქის (ნაწილობრივ), საექიმოს გასასვლელის, კაჭარავას, წერნაკის, ჭრელაშვილის, ნავთლუღის, იუნკერთა, ჰოლბრუკის, დოდაშვილის, ყვარლის და საინგილოს ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს V მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის, ბაგების დასახლების და წყნეთის გზატკეცილის მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და უზნაძის ქუჩას.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და აბაშიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ბარისახოს, ულიანოვის, ანდრონიკაშვილის, ტრაპაიძის და უწერის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს