6 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

6 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს სამსახურისა და საოჯახო საქმეების მოგვარება მოგიწევთ, მაგრამ ნურც დასვენებას დაივიწყებთ. გაისეირნეთ ბუნებაში; საინტერესო ადამიანებთან გელით ნაცნობობა.

კურო

წარმატებული დღე ელით შემოქმედ ნიშნებს; განახორციელეთ ახალი იდეები. ამასთანავე, დაეხმარეთ ახლობლებს პრობლემების მოგვარებაში.

ტყუპი

გაფრთხილდით, ახალი საქმეების დაწყებისას; ნუ იქნებით ზედმეტად ამბიციური. გარშემო მყოფებთან საერთო ენის გამონახვა და მათი კეთილგანწყობის დამსახურება ისედაც კარგად გამოგდით.

კირჩხიბი

კარგი დღეა ხელშეკრულებების გასაფორმებლად და საქმიანი შეხვედრებისთვის. საბუთების ხელმოწერამდე ყურადღებით გაეცანით მათ.

ლომი

კარგი დღეა ახალი პროექტების განსახორციელებლად, კოლეგებთან ერთად განიხილეთ ახალი იდეები.

ქალწული

არ მიიბაროთ სხვისი ფული, არ ეცადოთ სხვისი საქმეების მოგვარებას. უფრო მეტიც, საკუთარ საქმეებსაც დიდი სიფრთხილით მიუდექით.

სასწორი

ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს. მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, უძრავი ქონების გაფორმებას, უსიამოვნებას ოჯახის წევრებთან.

მორიელი

კარგი დღეა სწავლისთვის. თქვენი ინტერესის სფეროს წარმოადგენს: ლიტერატურა. ფსიქოლოგია, ასტროლოგია, ოკულტური მეცნიერებები და მუსიკა.

მშვილდოსანი

კოლეგების მხარდაჭერით ნებისმიერი იდეის განხორციელებას შეძლებთ. ამიტომ, არ იზარმაცოთ.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს