ქალთა სქესობრივი პრობლემები - რა უნდა ვიცოდეთ

ქალთა სქესობრივი პრობლემები - რა უნდა ვიცოდეთ

კვლევების თანახმად, სქესობრივი დისფუნქცია ფართოდ არის გავრცელებული (ქალების 43% და მამაკაცების 31%). მიუხედავად ამისა, ის ერთ-ერთ იმ პრობლემად რჩება, რომელსაც ადამიანები უხალისოდ განიხილავენ. საბედნიეროდ, სქესობრივი დისფუნქციის მრავალი შემთხვევა იკურნება. ამიტომაც არის საჭირო, ეჭვი პარტნიორს ან ექიმს გაუზიაროთ. რისი ბრალია ქალთა სქესობრივი დისფუნქცია? სქესობრივი დისფუნქცია შესაძლოა ფიზიკური ან ფსიქოლოგიური პრობლემების შედეგი იყოს.

ფიზიკური პრობლემები

მრავალმა ფიზიკურმა და სამედიცინო მდგომარეობამ შესაძლოა სქესობრივი ხასიათის პრობლემებამდე მიგვიყვანოს. სქესობრივი დისფუნქცია არცთუ იშვიათია დიაბეტის, გულის დაავადებების, ნევროლოგიური პრობლემების, ჰორმონული დისბალანსისა და მენოპაუზის დროს; ისეთი ქრონიკული დაავადებების დროს, როგორებიცაა თირკმლისა და ღვიძლის დაავადებები, ასევე - ალკოჰოლიზმი და ნარკომანია. ზოგიერთი სამკურნალო საშუალება, მათ შორის - ანტიდეპრესანტებიც, გავლენას ახდენს სქესობრივ სურვილებსა და ფუნქციაზე.

ფსიქოლოგიური მიზეზები

ასეთი მიზეზებია სტრესი და შფოთვა, რომლებიც სამუშაოსთან არის დაკავშირებული, მღელვარება საკუთარი სქესობრივი შესაძლებლობების გამო, ურთიერთობის პრობლემები, დეპრესია, დანაშაულის განცდა და წარსულში გადატანილი სქესობრივი ტრავმების შე­დეგები. გთავაზობთ ქალთა შედარებით ფართოდ გავრცელებული სქესობრივი პრობლემების ჩამონათვალს, რომლებსაც სქესობრივი დისფუნქცია მოჰყვება.

  • სქესობრივი სურვილების დათრგუნვა. ეს პრობლემა მოიცავს სქესობრივი სურვილის ნაკლებობას ან სექსისადმი ინტერესის უქონლობას. სურვილის დათრგუნვაში შესაძლოა მრავალმა ფაქტორმა შეიტანოს წვლილი, მათ შორის - ჰორმონულმა ცვლილებებმა, სამედიცინო მდგომარეობამ და მისმა მკურნალობამ (მაგალითად, კიბომ და ქიმიოთერაპიამ), დეპრესიამ, ორსულობამ, სტრესმა და დაღლილობამ, ცხოვრების წესმა - კარიერამ და ბავშვების მოვლამ, რეგულარული სქესობრივი ცხოვრების მოწყენამ და სხვა.
  • აღგზნების შეუძლებლობა. სქესობრივი აქტიურობისას ფიზიკური აღგზნების შეუძლებლობა ხშირად იწვევს ვაგინალური სეკრეტის უკმარისობას. აღგზნების შეუძლებლობა შესაძლოა უკავშირდებოდეს შფოთვას ან არაადეკვატურ სტუმულაციას. გარდა ამისა, მეცნიერები შეისწავლიან რამდენიმე პრობლემას, რომლებიც დაკავშირებულია სისხლის ნაკადის ცვლილებებთან, რაც გავლენას ახდენს საშოსა და კლიტორზე.
  • ორგაზმის განცდის შეუძლებლობა (ანორგაზმია). ამის მიზეზად შესაძლოა იქცეს სქესობრივი დათრგუნულობა, გამოცდილებისა და ცოდნის უქონლობა, ისეთი ფსიქოლოგიური ფაქტორები, როგორებიცაა დანაშაულის განცდა, შფოთვა, წარსულში გადატანილი სქესობრივი ტრავმა ან ძალადობა. ანორგაზმიის განმაპირობებელი სხვა ფაქტორებია არასაკმარისი სტიმულირება, ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატი და ქრონიკული დაავადებები.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს