შსს-მ დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის მძღოლის ცემის ფაქტზე ერთი პირი ამხილა

შსს-მ დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის მძღოლის ცემის ფაქტზე ერთი პირი ამხილა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის მძღოლის ცემის ფაქტზე ერთი პირი ამხილა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1983 წელს დაბადებული გიორგი ფ. დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის მძღოლის - მოქალაქე ანზორ პ-ს ცემის ფაქტზე ამხილეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 4 მაისს დიღმის მასივში გიორგი ფ-მ ანზორ პ-ს სახის არეში ხელის დარტყმით დაზიანება მიაყენა. გიორგი ფ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. ანზორ პ-სთვის ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ გიორგი ფ-ს ბრალი წარედგინება.

გამოძიება ცემის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ნუგზარ წიკლაურის მძღოლი 4 მაისს სცემეს. ინციდენტი "ნაციონალური მოძრაობის" წევრის საცხოვრებელ სახლთან მოხდა.

თავად წიკლაურის თქმით, მის მძღოლს ფიზიკურად უცნობი პირები მაშინ გაუსწორდნენ, როცა თავად სახლში იმყოფებოდა. მისივე განმარტებით, ბაჩო კერმისაშვილმა მათგან თავის დაღწევა მოახერხა და შემთხვევის ადგილი მანქანით დატოვა, თუმცა თავდამსხმელები დაედევნენ.

დეპუტატის მძღოლს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული. იგი დიღმის პოლიციაში დაკითხეს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს