მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ გაიხანგრძლივოთ სიცოცხლე ას წლამდე

მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ გაიხანგრძლივოთ სიცოცხლე ას წლამდე

ზოგჯერ ხედავ მოხუცებულს და გულს უხარია, 90, 95 წლის ადამიანები ისევ მშვენივრად გამოიყურებიან, კომუნიკაბელური და გონებამახვილები არიან. გეტებორგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ უნდა იყო დღეგრძელი.

ეს მასშტაბური კლევა 55 წელი მიმდინარეობდა. მონაწილეობა მასში შვეიცარიის 855-მა მკვიდრმა მიიღო, რომლებიც 1913 წელს იყვნენ დაბადებულნი. 55 წლის განმავლობაში მეცნიერები აკვირდებოდნენ მათ ჯანმრთელობას და ცხოვრების წესს. ექსპერიმენტის მონაწილე 10-მა ადამიანმა 100 წელს იცოცხლა. მათ ცხოვრებაში მრავალი დამთხვევა იყო. არცერთი მათგანი არ ეწეოდა. ათივე ათლეტური იყო. ყოველი მათგანი 50 წლამდე გახდა საკუთარი სახლის მფლობელი.

ყველა, ვინც 100 წელს მიაღწია, სპორტით იყო დაკავებული და მათი დედები ხანგრძლივად ცოცხლობდნენ. 42 პროცენტი მათგან, ვინც 80 წლამდე იცოცხლა, გულის დაავადებებით გარდაიცვალა. 20% - ინფექციით, ექვსი - პნევმონიით. ექსპერიმენტში მონაწილე პირთაგან 27%-მა 80 წლამდე იცოცხლა, მხოლოდ 13%-მა - 90 წლამდე. უნიკალურმა კვლევამ აჩვენა, როგორი ფაქტორები მოქმედებენ ხანგრძლივ სიცოცხლეზე. ამიტომ მათ, ვისაც 100 წლამდე ცხოვრება სურს, უნდა გაითვალისწინონ შემდეგი:

არ მოწიო

იყავი ოპტიმისტი

შეინარჩუნე არტერიული წნევის ნორმალური ზღვარი

აკონტროლე ქოლესტერინის ოდენობა სისხლში

აკონტროლე წონა, იყავი მუდამ ფორმაში

50 წლის ასაკში გქონდეს საკუთარი სახლი

ყურადღება მიაქციე, წელში გამართული რომ იყო

რა თქმა უნდა, გენეტიკური ფაქტორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, თუ რამდენად აკონტროლებს საკუთარ ჯანმრთელობას ადამიანი.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს