ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
შრიფტი
08:48 / 13-05-2015
თავადი დადიანი, რომელმაც ცოლი მილიონი ოქროს სანაცვლოდ ერთი ღამით გაათხოვა - საოცარი ისტორია სევდიანი დასასრულით
თბილისში, კარგარეთელის ქუჩაზე მართლაც ზღაპრული შენობა დგას. ამ სასახლემ დროს გაუძლო და დიდებულ იერს ახლაც ინარჩუნებს. შენობა 1895 წელს გერმანელ არქიტექტორს პაულ შტერნს აუშენებია. დაკვეთა კი შეყვარებული პრინცის, კონსტანტინე ოლდეგბურგისგან მიუღია.
ამ შენობის კედლები უნიკალური სიყვარულის ისტორიას ინახავენ. პრინცი გათხოვილი, ულამაზესი ქალბატონის სიყვარულს დაუტყვევებია. ეს ქალი თავადი დადიანის მეუღლე გახლდათ - აგრაფინა ჯაფარიძე. ყველაფერი კი ერთი შეხედვით, მარტივად დაწყებულა.

იხილეთ სიუჟეტი

აგრაფინა "ვეფხისტყაოსნის" დადგმაში მონაწილეობდა, სადაც ნესტან-დარეჯანის როლს ასახიერებდა. ამ წარმოდგენას გერმანელი პრინცი კონსტანტინე ოლდერბურგიც ესწრებოდა, რომელიც თბილისიდან ფოთამდე რკინიგზას აშენებდა.

პრინცი იმდენად მოხიბლულა აგრაფინას სილამაზით, რომ ზედმეტად გათამამებულა და თავად დადიანს ერთი ღამით ცოლი სთხოვა, სანაცვლოდ კი მილიონი ოქრო შეუთავაზებია. თავადს ცდუნებისთვის ვერ გაუძლია და პრინცის შეთავაზებას უთქმელად დათანხმებულა. აგრაფინა ჭკვიანი ქალი ყოფილა, ეს ამბავი რომ შეუტყვია, თავი დამცირებულად უგრძვნია და პრინცისთვის უთქვამს: "ფული ჩემს ქმარს გადაუხადე და სურვილიც მან აგისრულოსო". ოლდენბურგს უკითხავს, თუ რა უნდა გაეკეთებინა აგრაფინას გულის მოსაგებად. მას კი ულამაზესი სასახლის აშენება უთხოვია.

გადმოცემის
თანახმად, სასახლე ექვს თვეში აუშენებიათ. ის პირველ სტუმრებს მთავარ დარბაზში შესვლისას კაბა და შარვალი აუკეცავთ, რადგან იატაკი ბროლის იყო და დარბაზის განათება წყლის ეფექტს ქმნიდა.

პრინცთან გატარებული ერთი ღამის შემდეგ, აგრაფინას ქმარი მიუტოვებია და პრინცთან ერთად ულამაზეს სასახლეში დაუწყია ცხოვრება. მალე ხალხს ლექსიც შეუთხზავს: "ტარიელმა პრინცს მისცაო, აგრაფინა კისკისაო".

ამ საოცარ ისტორიას სევდიანი დასასრული აქვს. გადმოცემის თანახმად, პრინცესა აგრაფინა ბოლშევიკებმა სიყვარულის სასახლეში დაახრჩვეს. ამ ტრაგედიის შემდეგ ქალაქში ხმა დადიოდა, რომ თეთრ ტანსაცმელში ჩაცმული ქალის აჩრდილი დადიოდა და მისი მომხიბლავი კისკისი ესმოდათ.

თიკო გურაშვილი
AMBEBI.GE
12:31 / 05-07-2017
ნინო.
0
დღესაც ხდება ასეთი რაღაცეები... ფულის გამო ცოლი და ახლობელი ქალი გაათხოვა კაცმა... სხვათაშორუს არც მოგინილი ამბავი...
irina
0
05 ივლისი 2017 17:02
axla ukvirt ase da aseo,,,aba mashin iyo garyvnileba tu iyo,,,
10:08 / 12-06-2017
მეგრელი
0
აიტტტტ, დადეთ ვიდეო, ან აუდიო, ან რომელიმე წყარო, არადა ცილისწამებისა და პიროვნების ღირსების შეურაცხყოფისთვის, გიჩივლებთ მურუსიძის სასამართლოში...
მსგავსი სიახლეები
თვითმხილველების მტკიცებით, ეს თავად ტარიელ დადიანის მეუღლის, აგრაფინა ჯაფარიძის აჩრდილია
ფოტოგალერეა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
22:55 / 20-07-2017  Image Linkin Park-ის სოლისტმა თავი მოიკლა
ჩესტერ ბენინგტონი საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს
16:11 / 20-07-2017  Image ქართველმა "ფორტეპიანოს ბიონსემ" ორლანდო ბლუმი მოხიბლა - რას წერს რუსული პრესა ხატია ბუნიათიშვილზე
ამბობენ, რომ Coldplay-ის სოლისტმა, კრის მარტინმა გააცნო ბლუმს ბუნიათიშვილი
22:27 / 10-03-2017  Image თუ ყავას ყოველ დილით მიირთმევთ, ეს აუცილებლად დაგაინტერესებთ
ბევრისთვის დღის ყავით დაწყება ერთგვარი რიტუალია...
12:59 / 20-07-2017  Image თბილისში იაგუარ-ლენდ როვერის განახლებული ავტოსალონი გაიხსნა
თბილისში კომპანია „ჯითი მოტორსმა“ “იაგუარ-ლენდ როვერის” განახლებული ავტოსალონი ოფიციალურად გახსნა
13:28 / 20-07-2017  Image 19 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ რობერტ ახალაიას ფსიქიატრიული შემოწმება ჩაუტარდება
"მეგობრები და ლექტორები ამბობენ, რომ ძალიან წესიერი ბავშვი იყო"
პოპულარული კომენტარები
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49