ჰომოსექსუალები საბჭოთა კავშირში - ისტორიები, რომელიც მოსკოვს აღარ ახსოვს

ჰომოსექსუალები საბჭოთა კავშირში - ისტორიები, რომელიც მოსკოვს აღარ ახსოვს

რუსეთში ცხოვრება გეებისთვის არცთუ იოლია. 1999 წლიდან მოყოლებული ჰომოსექსუალობა მენტალურ დარღვევად აღარ ითვლება, თუმცა ჰომოფობიით ნაკვები ნაციონალიზმი რუსეთში ანტიჰომოსექსუალურ "პროპაგანდას" ეწევა და ამ საკითხს დუმაც მხარს უჭერს. რუსები ახლა საუბრობენ ჰომოსექსუალიზმზე, საბჭოთა პერიოდში კი ეს საკითხი ტაბუდადებული იყო. ამერიკელმა ხელოვანმა ევგენი ფიკსმა, რომელიც 1994 წელს ამერიკაში წავიდა ემიგრაციაში, საბჭოთა ჰომოსექსუალიზმის ამსახველ ფოტოებს თავი მოუყარა და ერთ წიგნად დაბეჭდა.

"მოსკოვში გეების არსებობის შესახებ ყველამ იცოდა, მაგრამ მათ გადაღებას ვერავინ ბედავდა. საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში, სვერდლოვის მოედანზე კარლ მარქსის ძეგლი გეების შეკრების მთავარ ადგილად იქცა. ეს იყო ტიპური საბჭოთა იუმორი. ჰომოსექსუალმა ადამიანებმა მარქსი გეების სახედ აქციეს", - ამბობს ხელოვანი.

ამჟამად ამერიკასა და რუსეთში სრულიად განსხვავებული პოლიტიკაა გეების მიმართ. 2013 წელს ამერიკის რამდენიმე შტატში აღიარეს ერთსქესიანი ქორწინება. რუსეთში კი მიიღეს კანონი, რომელიც გეი-პროპაგანდისტებს პატიმრობით ემუქრება.

ფიკსს წიგნში შეტანილი აქვს ის ადგილები რუსეთსა და ამერიკაში, სადაც 1930-1950 წლებში ჰომოსექსუალები ხვდებოდნენ ერთმანეთს. 1930 წლიდან 1980 წლამდე ამერიკა და რუსეთი ერთ რამეში თანხმდებოდნენ, რომ ჰომოსექსუალიზმი დასჯადი უნდა ყოფილიყო. "ორივე სახელმწიფო შეთანხმდა, რომ მათ არ სჭირდებოდათ გეი ადამიანები და მათ არსებობას ერთმანეთს აბრალებდნენ. მე მინდოდა მეჩვენებინა ამ ფარსის გროტესკულობა", - ამბობს ევგენი ფიკსი.

მომზადებულია foreignpolicy.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს