საიმიჯო რგოლი საქართველოზე, რომელიც CNN-ისა და Euronews-ის ეთერში გადის

საიმიჯო რგოლი საქართველოზე, რომელიც CNN-ისა და Euronews-ის ეთერში გადის

This is Life - ამ სახელწოდებით მსოფლიოს წამყვანი ტელეკომპანების ეთერით საქართველოს საიმიჯო ვიდეო რგოლი გადაიცემა. საქართველოს რეკლამა Euronews-ზე 17 მაისიდან, CNN-ზე კი 18 მაისიდან გადის. 30-წამიანი საიმიჯო რგოლი CNN-ისა და Euronews-ის მრავალმილიონიან მაყურებელს საქართველოს ტურისტულ პოტენციალს აცნობს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში იმედოვნებენ, რომ ეფექტური შედეგი ექნება რეკლამას, რომელიც 21 კვირის განმავლობაში იტრიალებს Euronews-ზე. Euronews-ს 400 მილიონიანი აუდიტორია ჰყავს, მაუწყებლობს 14 ენაზე, 155 ქვეყანაში.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უკვე დაიწყო მომზადება ზაფხულის ტურისტული სეზონისათვის. უკვე დაიწყო აქტიური მარკეტინგული კამპანიები აზერბაიჯანში, თურქეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, ბელორუსში, ლატვიაში, უნგრეთში, ისრაელში, რუსეთში. 2015 წელს საზღვარგარეთ ზაფხულის მარკეტინგული კამპანიებისთვის ბოლო წლებთან შედარებით ბევრად მაღალი თანხა, კერძოდ 8 000 000 ლარი დაიხარჯება.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს