გოგონამ გადაწყვიტა, სელფი ტრავმატული იარაღით ხელში გადაეღო.
მოსკოვში მცხოვრებმა ახალგაზრდა გოგონამ ტრავმატული იარაღი სელფის გადაღების დროს შემთხვევით თავში ისროლა. 21 წლის გოგონამ გადაწყვიტა, რომ იარაღით ხელში ეფექტური ფოტო გამოუვიდოდა. იარაღი სამსახურში დაცვის წევრს დარჩა. სელფის გადაღებისას გოგონამ შემთხვევით, ჩახმახს თითი გამოჰკრა და სახის არეში დაიჭრა.
დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.