5 პროდუქტი, რომლებიც მალე გვაბერებს

 5 პროდუქტი, რომლებიც მალე გვაბერებს

ის, რასაც ყოველდღე მივირთმევთ, ჩვენზე გავლენას ახდენს, განსაკუთრებით კი ჩვენს გარეგნობაზე და განწყობაზე. ჩვენს დროში ბუნებრივ პროდუქტებს ხშირად ენაცვლება სხვადასხვა კონსერვანტი, რომლებიც ჯანმრთელობას ვნებენ. დიეტოლოგებმა ხუთი ყველაზე მავნე პროდუქტი დაასახელეს, რომელთა რაციონიდან გამორიცხვა თურმე არა მხოლოდ გახდომაში დაგეხმარებათ, არამედ ჯანმრთელობის გაუმჯობესებაშიც და გაახალგაზრდავებაშიც. შესაბამისად, მათი ხშირი გამოყენება ამ ყველაფრის საპირისპირო შედეგებს იწვევს.

1. ტრანსცხიმები

განსაკუთრებით ბევრი ტრანსცხიმებია კარტოფილ ფრიში, პოპკორნში, ნამცხვრეულში, ჩიფსებში, კრეკერებში, ორცხობილებში, მარგარინსა და ტორტებში. მათი გამოყენება იწვევს სიმსუქნეს და გულის დაავადებებს, ასევე – ნაადრევ დაბერებას.

2. გლუკოზა-ფრუქტოზის სიროფი

ეს სიროფი შაქრის იაფი შემცვლელია და მას შეიცავს ბევრი ნაყიდი ტკბილეული, გაზიანი სასმელები და კონსერვები. სიროფი აუმჯობესებს საკვების გემოს და მის ვადას ახანგრძლივებს. მისი ხშირი გამოყენება იწვევს ღვიძლისა და გულის დაავადებებს, კარიესს. დიეტოლოგები გვირჩევენ, ასეთი საეჭვო ტკბილეული ჩავანაცვლოთ შავი შოკოლადით (კაკაოს მაღალი შემცველობით), შაქარი კი – თაფლით. და რასაკვირველია, მივიღოთ ბევრი ბუნებრივი ხილი.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს