ცნობილი ადამიანები, რომლებიც იაფფასიანი საათების ტარებას არ ერიდებიან

ცნობილი ადამიანები, რომლებიც იაფფასიანი საათების ტარებას არ ერიდებიან

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი ბილ გეითსი ხშირად ჩნდება 10 დოლარიანი მაჯის საათით

მაჯის საათი ერთ-ერთია იმ აქსესუარებს შორის, რომელიც საქმიანი ადამიანების აუცილებელ ატრიბუტად ითვლება. სწორედ ამიტომ ცნობილი და მდიდარი ადამიანები ხშირად ათობით ათას დოლარს არ იშურებენ ძვირადღირებული მაჯის საათის შესაძენად. თუმცა, არიან გამონაკლისებიც, რომლებიც უპირატესობას ისეთ საათს ანიჭებენ, რომელთა ფასიც 10 დოლარიდან იწყება და მაქსიმუმ 200 დოლარს აღწევს. ასეთ გამონაკლისებს შორის ისეთი ცნობილი პოლიტიკოსები და მილიარდერები არიან, როგორებიც მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი ბილ გეითსი და აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა არიან.

ბილ გეითსი

2014 წელს, Politico-სთან ინტერვიუს დროს, ჟურნალისტმა ”მაიკროსოფთის” დამფუძნებელს ჰკითხა, რა ღირებულების საათი უმშვენებდა მაჯას. ”სულ რაღაც ათდოლარიანი Casio”, - უპასუხა ბილ გეითსმა. მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანს, რომლის ქონებაც ”ფორსის” ბოლო მონაცემებით, 79,2 მილიარდი დოლარია, მართლაც ხშირად ხედავენ ”კასიოს” ფირმის 10-20 დოლარის ღირებულების მაჯის საათით. ”კასიოს” საათი ბავშვობაში პრინც ჰარის საყვარელი ბრენდი იყო, თუმცა უელსის პრინცი ახლა ”როლექსის” ძვირადღირებულ საათს ამჯობინებს.

ბარაკ ობამა

2007 წელს აშშ-ის მომავალ პრეზიდენტს, ჯერ კიდევ სენატორ ბარაკ ობამას დაბადების დღეზე ”ქრონოგრაფის” 210 დოლარად ღირებული საათი აჩუქეს, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი დღემდე ვერ ელევა. თუმცა, ბარაკ ობამას საათების კოლექციაში ასევე აღმოაჩენთ Highgear Enduro-ს სპორტულ საათს, რომელიც 70 დოლარი ღირს.

რომის პაპი

რომის პაპი ფრანცისკი თავმდაბლობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია და თავმდაბლობისკენ სხვებსაც მოუწოდებს. ვატიკანის წინამძღოლი უბრალო თეთრ სამოსში და ლითონის ჯვარში გამოწყობილი დადის, მაჯას კი იაფფასიანი ”სვოჩის” საათი უმშვენებს.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს