რომელი პროფესიები იქნება მოთხოვნადი უახლოესი 10 წლის განმავლობაში

რომელი პროფესიები იქნება მოთხოვნადი უახლოესი 10 წლის განმავლობაში

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, თანამედროვე სამყაროში თანდათან იცვლება სხვადასხვა პროფესიებზე მოთხოვნა. გამოცემა "ბიზნეს ინსაიდერი" იმ პროფესიების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელიც უახლოესი ათი წლის განმავლობაში სავარაუდოდ, მოთხოვნადი იქნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

ინჟინერ-მშენებელი

ინჟინრების დეფიციტი თითქმის ყველა წამყვან ქვეყანაშია. ამიტომ მსოფლიოს ბევრი წამყვანილი უნივერსიტეტი სტუდენტებს სხვადასხვა საინჟინრო პორგრამას სთავაზობს. გერმანიაში ჩატარებული ერთ-ერთი ბოლო გამოკითხვით, გასულ წელს ქვეყანაში 64 ათასი ვაკანსია იყო საინჟინრო სფეროში. ექსპერტთა ვარაუდით, მსოფლიოს მასშტაბით უახლოეს წლებში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნად სწორედ მშენებლობისა და ენერგეტიკის სფეროში მომუშავე სპეციალისტები იქნებიან.

ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტები

ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტების ანაზღაურება საკმაოდ მაღალია. თუმცა მიუხედავად ამისა, ამ სპეციალისტის პროფესიონალები მაინც მცირედ არიან წარმოდგენილი დასაქმების ბაზარზე და მათზე დიდი მოთხოვნაა.

პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტი

Hღ მენეჯერები უახლოესი ათი წლის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიად პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტს ასახელებენ.

ეკონომისტ-მათემატიკოსი

სპეციალისტები, რომლებიც ეკონომიკურ პრობლემებს მათემატიკური მეთოდებით წყვეტენ, საკმაოდ კარგად ანაზღაურებადი არიან. ამ სპეციალისტთა სამუშაო რისკების მართვის, წარმოების პროცესის ოპტიმიზაციისა და ინვესტიციების შეფასებისგან შედგება.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს