თბილისის ზოოპარკში "ვარსკვლავებით მოჭედილი, ცასავით ქათიბით" ირმის ნუკრი გაჩნდა

თბილისის ზოოპარკში "ვარსკვლავებით მოჭედილი, ცასავით ქათიბით"  ირმის ნუკრი გაჩნდა

თბილისის ზოოპარკში ხალებიანი ირმის ნუკრი გაჩნდა, - ამის შესახებ თბილისის ზოოპარკის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი იტყობინება. როგორც აღმოჩნდა, "ვარსკვლავებით მოჭედილი და ცასავით ქათიბით" ნუკრი მამასაც გავს და დედასაც:

"გახსოვთ შარშან ჩვენს ხალებიან ირემს ერევნიდან ცოლი რომ ჩამოვუყვანეთ? ზოგმა მოიწონა რძალი, ზოგმაც დაიწუნა (როგორც ხდება-ხოლმე), ბიჭი ჯობიაო. ხოდა აგერ ბატონო, ერთწლიანმა ოჯახურმა თანაცხოვრებამ შედეგი გამოიღო და ქვეყანას უსაყვარლესი პატარა მოევლინა.

ძალიან ლამაზი ნუკრია. ვარსკვლავებით მოჭედილი ცასავით ქათიბი აქვს, გრძელი ფეხები და დაცქვეტილი ყურები. დედასაც ჰგავს და მამასაც (ახლა ვიღაც დაწერს, მთავარი ისაა, მეზობელ ჯიხვს რომ არ ჰგავსო).

მოკლედ, დედაც და შვილიც თავს ძალიან კარგად გრძნობენ. პატარას ხან ვოლიერში მდებარე ხის სახლში სძინავს, ხანაც გარეთ გამოჰყავს დედიკოს სასეირნოდ.

მამაც კარგადაა. ზის ამაყად და უხარია, რომ მისი საგაზაფხულო ყვირილი, იქით ხილიანის მოსახლეობას რომ აფრთხობდა და აქეთ - უნივერსიტეტის სტუდენტებს, ასეთი არაჩვეულებრივი შედეგით დასრულდა", - ნათქვამია თბილისის ზოოპარკის გვერდზე.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს