ნივთები, რომლებიც აუცილებლად უნდა შეიძინოთ თურქეთში მოხვედრისას

ნივთები, რომლებიც აუცილებლად უნდა შეიძინოთ თურქეთში მოხვედრისას

წარმოგიდგენთ ნივთებს, რომლებიც აუცილებლად უნდა შეიძინოთ თურქეთში მოხვედრის შემთხვევაში. ისინი გამოგადგებათ ღირსეულ საჩუქრადაც და სამახსოვრო სუვენირადაც.

ვერცხლის სამკაული

ვერცხლის შესანიშნავი სამკაულები თურქეთში 20 დოლარი ღირს. მსგავსი დიზაინის სამკაულების პოვნა სხვაგან ძალიან გაგიჭირდებათ. იქ ძალიან მაღალი ხარისხის ვერცხლია, არჩევანი კი დიდია და ეგზოტიკური.

ხალიჩა

როდესაც თურქეთში რაიმეს ყიდვას გადაწყვეტთ, პირველ რიგში, ხალიჩა უნდა შეიძინოთ. სტამბულში, გრანდ ბაზარში თქვენი ოცნების ხალიჩას ნამდვილად იპოვით. თუ საერთოდ არ გიყვართ ხალიჩები, ამ ბაზარში მოხვედრისას პატარა ფეხსაგების ყიდვა მაინც მოგინდებათ.

თურქული პირსახოცები

თხელი ბამბის პირსახოცები გარდა იმისა, რომ კანზე შეხებისას სასიამოვნო შეგრძნებას გიტოვებს, მალე შრება და ვიზუალურადაც ლამაზია.

შავი საპონი

თქვენი კანის ნამდვილი ოცნება - ტრადიციული შავი საპონი. ვიზუალურად მართალია, არც თუ ისე სახარბიელოდ გამოიყურება, მაგრამ საოცრად სასარგებლოა. პრინციპში თუ ტრადიციული საპონი არ გსურთ, მისი ვარიაციებიც უხვადაა.

კერამიკა

თურქული კერამიკული ნაწარმი, ლურჯ ფერებში და სხვადასხვანაირი წახნაგებით, არა მხოლოდ ლამაზი, არამედ ძალიან საიმედო ჭურჭელია. თუ, რა თქმა უნდა, სწორად ამოარჩევთ.

მომზადებულია news.day.az-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს