გარდაცვლილმა დედამ ერთი წლის შვილი გადაარჩინა - ნამდვილი თანამედროვე სასწაული

გარდაცვლილმა დედამ ერთი წლის შვილი გადაარჩინა - ნამდვილი თანამედროვე სასწაული

ოთხმა ამერიკელმა პოლიციელმა წლინახევრის გოგონას გადარჩენის შემდეგ სასწაულის არსებობის ირწმუნა. გოგონა მდინარეში ჩავარდნილი მანქანიდან ამოიყვანეს. ლილიმ 14 საათი გაატარა ყინულიან წყალში თავით ქვემოთ, რადგან საბავშვო სავარძელზე ღვედით იყო მიბმული.

ეს ფაქტი იუტას შტატში მოხდა. 25 წლის ლინ გროსბეკი პატარა ქალიშვილთან ერთად მშობლების სახლიდან ბრუნდებოდა. ამ დროს მანქანამ მართვა დაკარგა და მდინარეში ჩავარდა. დედა ადგილზე დაიღუპა. მოგვიანებით იქაურები იხსენებდნენ, რომ საშინელი გრუხუნის ხმა გაიგეს, თუმცა სახლიდან გამოსულებმა საეჭვო ვერაფერი შენიშნეს. მეორე დღეს მეთევზეებმა მდინარეში მანქანის საბურავი დაინახეს და პოლიცია გამოიძახეს.

პოლიციელები, რომლებმაც სამაშველო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა, დაუჯერებელ ფაქტზე საუბრობდნენ.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს