იოსებ სტალინის უცნაური გატაცებები

იოსებ სტალინის უცნაური გატაცებები

ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დიქტატორი იოსებ სტალინი ხატვით, ლიტერატურითა და ლექსების წერით იყო გატაცებული. ახალგაზრდა პოეტ სოსო ჯუღაშვილის რამდენიმე ლექსი დღემდეა შემორჩენილი. ისინი გაზეთებში "იბერია" და "კვალი" იბეჭდებოდა 1895-1896 წლებში.

როგორც დამწყებმა პოეტმა, იოსებ ჯუღაშვილმა თავიდანვე მოიპოვა აღიარება. მისი ლექსი "დილა", რომელიც ბელადმა 16 წლის ასაკში დაწერა, 1912 წელს, იაკობ გოგებაშვილმა "დედა ენაშიც" შეიტანა:

"ვარდს გაეფურჩქნა კოკორი,

გადაჰხვეოდა იასა,

ზამბახსაც გაჰღვიძებოდა

და თავს უხრიდა ნიავსა.

ტოროლა მაღლა ღრუბლებში

წკრიალ-წკრიალით ჰგალობდა,

ბულბულიც, გრძნობით აღვსილი,

ნაზის ხმით ამას ამბობდა:

"აჰყვავდი ტურფა ქვეყანავ,

ილხინე, ივერთ მხარეო,

და შენც, ქართველო, სწავლითა

სამშობლო გაახარეო!“

გარდა ამისა, ჯუღაშვილს შიშველი მამაკაცების გრაფიკული გამოსახულებებიც იზიდავდა. ნახატების კიდეებზე ის ხშირად შენიშვნებსა და კომენტარებს ტოვებდა. ექსპერტებმა, რომლებიც იკვლევდნენ ნახატის ქვეშ არსებულ წარწერებს, დაადასტურეს, რომ მინაწერები ნამდვილად სტალინს ეკუთვნოდა. ასეთ გატაცებასთან დაკავშირებით გაჩნდა ეჭვები იოსებ სტალინის სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით. თუმცა, ფსიქოლოგებმა ეს ეჭვები მალევე გაფანტეს. მათი თქმით, სტალინი უბრალოდ, ერთობოდა და არანაირი ჰომოსექსუალიზმის კვალი ამაში არ არის.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

როგორი იქნება 2020 წლის იანვარი - წლის პირველი თვის ასტროლოგიური პროგნოზი

ნამცხვარი, რომელიც დედოფალ ელისაბედს მუდმივად ჩანთით დააქვს - მონარქს დესერტი მოგზაურობაშიც მიაქვს

41 წლის ქალის დაუჯერებელი გარეგნობა - როგორ უვლის კანს იმისთვის, რომ თინეიჯერს ჰგავდეს?