თმა და მასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური პრობლემები

თმა და მასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური პრობლემები

თმის ცვენა და ჭარბთმიანობა ორი უკიდურესობაა, რომლებიც ადამიანს ფსიქიკურ პრობლემებს უქმნის. თმის ცვენა ადამიანს უხსოვარი დროიდან აწუხებს და საკმაოდ გავრცელებულიც არის. ამჟამად საქართველოში დერმატოლოგიურ დაავადებათა 1% სწორედ ალოპეციის წილად მოდის.

გამელოტებას სხვადასხვა ფაქტორს უკავშირებენ, მათ შორის - ნერვულ გადაძაბვას, სტრესსა და შოკს. ისინი ბიძგს აძლევენ დარღვევებს, რომელთა გამო თმა ცვენას იწყებს. ასიდან 80-ზე მეტ შემთხვევაში ალოპეცია სწორედ სტრესის შემდეგ ვითარდება.

ნერვულ შოკს ენდოკრინული დარღვევები მოსდევს, რაც, თავის მხრივ, თმის ცვენას განაპირობებს. ძლიერ ფსიქიკურ ტრავმას ხშირად ტოტალური ალოპეციაც კი მოჰყვება. სტრესთან ბრძოლის საყოველთაოდ მიღებული მეთოდი არ არსებობს. მიდგომა ადამიანის ფსიქიკაზე, მის ბუნებასა და თვითკონტროლის უნარზეა დამოკიდებული. ასაკოვანი მამაკაცების უმ­რავლესობა დროთა განმავლობაში ეგუება ამ ნაკლს. ის კი არა, ბოლო ხანს სიმელოტე მოდურად და სექსუალურადაც კი მიიჩნევა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოკითხვა ჩატარდა იმის გასარკვევად, რამდენად აწუხებთ ქალებს პარტნიორი მამაკაცების გამელოტება.

აღმოჩნდა, რომ ევროპელი ქალები ამას მტკივნეულად განიცდიან, ქართველებს კი ეს ამბავი მაინცდამაინც არ ადრდებთ, პირიქით, მოსწონთ კიდეც. გამელოტებას განსაკუთრებით ახალგაზრდები განიცდიან. ბევრს ეს კომპლექსსაც კი უჩენს. ზოგი მუდამ ქუდით ან ბენდენით დადის. ნუ დაუშლით და ნურც ირონიულ შენიშვნებს მი­სცემთ - ისინი ხომ ისედაც დათრგუნულნი არიან. უმჯობესია, გაამხნეოთ, გაუღვივოთ საკუთარი თავის პატივისცემა და აგრძნობინოთ, რომ ქოჩრის შეთხელებით ქვეყანა არ იქცევა. გაცილებით მძიმეა თმაგაცვენილი ქალებისა და გოგონების ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს