ქალი, რომელიც საბჭოთა რუსეთში სექსუალური თავისუფლების შესახებ ქადაგებდა

ქალი, რომელიც საბჭოთა რუსეთში სექსუალური თავისუფლების შესახებ ქადაგებდა

ალექსანდრა კოლონტაი არა მხოლოდ პირველი ქალი მინისტრი და პირველი ქალი ელჩი იყო მსოფლიოში, არამედ ცნობილი "სექსუალური რევოლუციის" ერთ-ერთი ინიციატორიც. 1905 წელს, პირველი რუსული რევოლუციის დროს, მან "მუშა ქალების დახმარების საზოგადოება" შექმნა.

რევოლუციის წარუმატებლობის შემდეგ, 1908 წელს ემიგრაციაში წავიდა, რადგან შეიარაღებული ამბოხებისკენ მოწოდების ბრალდება წაუყენეს. ემიგრაციაში მთელი ევროპა მოიარა: ბელგია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, დანია, ნორვეგია, საფრანგეთი, შვეიცარია, შვედეთი და ა.შ. ყველგან ამყარებდა კონტაქტებს ადგილობრივ სოციალ-დემოკრატებთან. ორჯერ იმყოფებოდა ამერიკაში. იყო დელეგატი საერთაშორისო სოციალისტურ კონგრესებზე შტუტგარტში, კოპენჰაგენსა და ბაზელში.

1913 წელს ალექსანდრა კოლონტაიმ გამოაქვეყნა სტატია "ახალი ქალი", რომელშიც ახალ, მოწინავე ქალის შეხედულებებზე წერდა. კოლონტაის მიხედვით, ახალი ქალი ცდილობს გახდეს საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი და ამიტომ შემდეგი პრინციპებით ხელმძღვანელობს:

  • ემოციების დამარცხება
  • დისციპლინის გამომუსავება
  • ეჭვიანობაზე უარის თქმა
  • მამაკაცისთვის თავისუფლების მიცემა,
  • მამაკაცისგან არა მატერიალური, არამედ პიროვნული მხარდაჭერის მოთხოვნა ნებისმიერი განცდის გონებისთვის დამორჩილება

ახალმა ქალმა არ უნდა დამალოს თავის სექსუალობა

ახალი ქალი დამოუკიდებელი პიროვნება უნდა იყოს, რომლის ინტერესებსაც არ წარმოადგენს მხოლოდ სახლი, ოჯახი და სიყვარული.

ომის იმპერიალისტური ხასიათის კრიტიკამ კოლონტაი ბოლშევიკებთან დააახლოვა, რომელთაც საბოლოოდ 1915 წელს შეუერთდა. მეორე მსოფლიო ომის დროს გამოქვეყნებული ანტისაომარი სტატიის გამო, ის შვედეთში დააკავეს და მეფის ბრანებით ქვეყნიდან გააძევეს. კოლონტაი კოპენჰაგენში გადავიდა, საიდაც ახლო კონტაქტი დაამყარა ლენინთან და მის სპეციალურ დავალებებს ასრულებდა.

რუსეთში 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა. "ორმხრივი ძალაუფლების" დროს ჯარისკაცებსა და მეზღვაურებს აგიტაციას უწევდა, რის გამოც დროებითმა მთავრობამ დააპატიმრა. ციხიდან ფულადი ჯარიმის ხარჯზე გამოუშვეს, რომელიც მწერალმა მაქსიმ გორსკიმ შეიტანა. 1918 წელს "მემარცხენე კომუნისტების" პოზიციებზე მყოფი ბრესტის სამშვიდობო შეთანხმების წინააღმდეგ გამოვიდა და პროტესტის ნიშნად მთავრობის შემადგენლობა დატოვა. 1920 წელს მან  "ქალების განყოფილება" შექმნა, რომელიც ქალების და მამაკაცების უფლებების გათანაბრებისთვის იბრძოდა, ცდილობდა ქალებში წერა-კითხვის უცოდინრობის აღმოფხვრას, შრომითი პირობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და ა.შ. ამის პარალელურად კოლონტაი კითხულობდა ლექციებს სვერდლოვსკის უნივერსიტეტში და მუშაობდა "კომინტერის" სექციებში.