ვერც კი წარმოიდგენთ, რა შეუძლია იოდს

ვერც კი წარმოიდგენთ, რა შეუძლია იოდს

ამა თუ იმ დაავადებისგან განკურნება ზოგჯერ ისეთი უბრალო საშუალებით შეიძლება, ვერც კი წარმოიდგენთ. ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა იოდის სპირტხსნარი. თურმე იოდი მხოლოდ ჭრილობების დასამუშავებლად როდი ყოფილა სასარგებლო. ალბათ გაგიგონიათ, რომ მტკივან კუნთზე იოდის ბადეს იკეთებენ, მაგრამ ცოტას თუ ეცოდინება იოდდეფიციტის დასადგენი ერთი მარტივი ხერხი: უნდა დააკვირდეთ, რამდენად სწრაფად გაქრება კანიდან იოდის ბადე; თუ სწრაფად გაქრა, მაშასადამე, ორგანიზმს იოდი ჰკლებია.

"მკურნალი.გე"-ს მკითხველი გვწერს, რომ იოდი იმუნიტეტსაც აძლიერებს. "მეგობრებთან ერთად სალაშქროდ გავემგზავრე. გზად თავსხმა წვიმაში მოვყევით. დავსველდი და გვარიანად გავცივდი - ყელში მფხაჭნიდა, მაცემინებდა, ცხვირიდან ჩამომდიოდა, მაგრამ "საველე აფთიაქში" მხოლოდ ტკივილგამაყუჩებელი აბები, საგულე საშუალებები, კალიუმის პერმანგანატი და იოდი აღმოგვაჩნდა. უეცრად ერთმა მეგობარმა აიღო იოდის ბოთლი, მთხოვა ფეხზე გამეხადა და ქუსლებზე იოდი წამისვა. ამ უჩვეულო "წამლის" იმედი მაინც და მაინც არ მქონდა, ხელი ჩავიქნიე, დავწექი და დავიძინე, დილით კი გაციების კვალიც აღარსად იყო. მოგვიანებით კიდევ რამდენიმეჯერ გამოვიყენე ეს მეთოდი. ვფიქრობ, გაციების ასეთ მარტივ და საიმედო წამალს ყველა უნდა იცნობდეს", - აღნიშნავს მკითხველი.

როგორ გავიკეთოთ იოდის ბადე

ბამბის ჩხირი 5-პროცენტიან იოდში უნდა ჩააწოთ და ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზები "დაიხატოთ" მტკივან ადგილზე. უჯრებს შორის დაშორება დაახლოებით 1 სმ უნდა იყოს.

როგორ დავადგინოთ იოდდეფიციტის არსებობა

იმისათვის, რომ გაიგოთ, აკლია თუ არა თქვენს ორგანიზმს იოდი, ბარძაყის შიდა მხარეს იოდის ბადე დაიხატეთ და დაელოდეთ. თუ 3 საათის გასვლის შემდეგ ბადე უკვალოდ გაქრა, გაიქეცით ექიმთან ანალიზების ჩასაბარებლად და იოდდეფიციტის სამკურნალოდ. თუ ბადემ 6-8 საათი გაძლო, ორგანიზმს იოდის ნაკლებობის მცირე დეფიციტი აქვს და მისი შევსება ზღვის პროდუქტების მირთმევით შეგიძლიათ.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს