ბარმენმა კლიენტი სასმელით მოკლა

ბარმენმა კლიენტი სასმელით მოკლა

საფრანგეთის ქალაქ კლერმონ ფერანის ბარის თანამშრომელი დამნაშავედ ცნეს 56 წლის კლიენტის მკვლელობაში, რომელიც ალკოჰოლის შედეგად გარდაიცვალა. 47 წლის ჟილ კრეპენმა მომხმარებელს 56 ჭიქა ძლიერი სასმელი დაუსხა. ეს დოზა კლიენტისთვის სასიკვდილო გამოდგა. ტრაგიკული ინციდენტი 2014 წლის ოქტომბერში მოხდა, თუმცა სასამართლო განხილვა მხოლოდ რამდენიმე დღის წინ დასრულდა.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 56 წლის რენო პრიოდიმი მეგობრებისა და ქალიშვილის თანხლებით მივიდა ბარში და გადაწყვიტა, ალკოჰოლის სმის რეკორდი მოეხსნა. ჯამში, მამაკაცმა 56 ჭიქა ძლიერი ალკოჰოლური სასმელი დალია. ბარმენი შეუკამათებლად უსხამდა კლიენტს, სანამ ამ უკანასკნელმა არ უთხრა, რომ ეყოფოდა.

მთვრალი მამაკაცი სახლში მეგობრების დახმარებით მივიდა, ღამით კი ცუდად გახდა. მამაკაცის შვილმა სასწრაფო გამოიძახა, რომელმაც პაციენტი საავადმყოფოში გადაიყვანა. დილით ის გარდაიცვალა. გარდაცვლილის ქალიშვილმა ბარმენს უჩივლა იმის საფუძველზე, რომ ის ითვლიდა ჭიქების რაოდენობას და შესაბამისად, იცოდა, რა რაოდენობის ალკოჰოლს აწვდიდა. გოგონას თქმით, ბარმენს უნდა შეეჩერებინა მამამისი.

სასამართლომ ბარმენი დამნაშავედ ცნო და 4 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამასთან, ერთი წლის განმავლობაში მას ეკრძალება ისეთ დაწესებულებებში მუშაობა, სადაც ალკოჰოლი იყიდება.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს