ყველაზე უცნაური დედები მსოფლიოში - დაუჯერებელი ფაქტები

ყველაზე უცნაური დედები მსოფლიოში - დაუჯერებელი ფაქტები

დედა, რომელმაც ყველაზე პატარა ბავშვი გააჩინა მსოფლიოში

მახაჯაბინა შეიხმა 2004 წლის 19 სექტემბერს გააჩინა შვილი. ახალშობილი 243,81 გრამს იწონიდა, სხეულის სიგრძე მხოლოდ 10 სმ იყო. პატარა ორსულობის 25-ე კვირაზე დაიბადა. რამაშის დაბადებამდე უფრო პატარა ახალშობილი იყო მადლენ მანი, რომელიც 1989 წელს დაიბადა და რამაშზე 37 გრამით მეტს იწონიდა. რამაშს ჰყავს ტყუპის ცალი და, რომელიც დაბადებისას 567 გრამი იყო.

პირველი ორსული მამაკაცი მსოფლიოში

როდესაც შეხედავთ ამ მამაკაცს, ეჭვიც არ გაგიჩნდებათ, რომ იგი ოდესღაც ქალი იყო. მაგრამ ეს ფაქტია: ტომასი ქალად დაიბადა და ტრეისი ლაგონდინო ერქვა. 10 წლის ასაკში მიხვდა, რომ მისი მიზანი იყო გახდარიყო კაცი. 8 წლის შემდეგ სერიოზულად დაიწყო თავისი ოცნების განხორციელება - მრავლობითი ოპერაციითა და ჰორმონალური თერაპიით. მაგრამ მთელი ქალური ღირსება ხელუხლებელი დაიტოვა. 2007 წელს ტომასი დაორსულდა ხელოვნური განაყოფიერების გზით, დონორი იყო მისივე ცოლი, ნენსი ბიტი (ის უნაყოფო გახლდათ და ტომასმა იმიტომაც გადაწყვიტა, თავისი ქალური ორგანოები გამოეყენებინა). 2008 წლის 3 ივლისს დაიბადა გოგონა სუზენ ჯულიეტა ბიტი. უკვე 1 წლის შემდეგ ტომასმა კიდევ ერთი ბავშვი გააჩინა, ამჯერად ბიჭი.

ყველაზე ახალგაზრდა დედა მედიცინის ისტორიაში

ყველაზე ახალგაზრდა დედა მედიცინის ისტორიის პრაქტიკაში გახდა ლინა მედინა, მან ბავშვი გააჩინა 5 წლისა და 7 თვის ასაკში.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს