31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მთელი დღის მანძილზე სიფრთხლე გმართებთ კვებაში, მგზავრობისას, განსაკუთრებით თუ საჭესთან თავად ზიხართ. აგრეთვე, მოერიდეთ სიმაღლეზე ასვლას.

კურო

კარგი დღეა მოგზაურობისა და დასვენებისთვის. საინტერესო ადამიანების გაცნობა, კულტურული ღონისძიებები და განსხვავებული კერძების დაგემოვნება გელით.

ტყუპი

მეტი დრო გაატარეთ წყალთან. ნავით გაისეირნეთ, ან მდინარეზე ითევზავეთ. აგრეთვე კარგია ცურვა, აბანო.

კირჩხიბი

აქტიური დასვენებისა და მეგობრებთან ერთად მხიარულების დღეა. თუ ქალაქგარეთ გასვლას ვერ ახერხებთ, ბავშვებთან ერთად სკვერში გაისეირნეთ, ნათესავებს ოჯახში უმასპინძლეთ.

ლომი

ენერგიული და აქტიური ხართ, ნებისმიერ საქმეს წარმატებით დაიწყებთ და დაასრულებთ. საღამოს საყვარელ ადამიანთან ან კოლეგებთან ერთად თეატრს ან რესტორანს ეწვიეთ. ზოგიერთი საჩუქარსაც მიიღებს.

ქალწული

დღეს საკუთარ თავს და ახლობლებს დღესასწაული, კარნავალი უნდა მოუწყოთ. ეცადეთ, თავად უფრო მეტად გაერთოთ და სიამოვნება მიიღოთ, ვიდრე გარშემო მყოფების განწყობაზე იზრუნოთ.

სასწორი

დილა ვარჯიშით დაიწყეთ. კარგი დღეა სასიყვარულო ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, ქორწინებისთვის. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

მორიელი

დღევანდელი დღე დასვენებას უნდა დაუთმოთ. სასურველია, ბუნებაში განმარტოვდეთ. გამოიძინოთ და ჯანსაღი საკვები მიიღოთ.

მშვილდოსანი

საქმიან პარტნიორებს მეგობრულ გარემოში შეხვდით და გააუმჯობესეთ მათთან ურთიერთობა. ამგვარად, მომავალში მათთან ერთად საქმიანი პროექტების განხორციელებაც გაგიადვილდებათ. ზოგიერთს საინტერესო ნაცნობობა ელის.

თხის რქა ... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს