რითი განსხვავდებიან ქალები მამაკაცებისგან

რითი განსხვავდებიან ქალები მამაკაცებისგან

პორტალზე golbis.com გამოქვეყნდა სტატია, სადაც ჩამოთვლილია ძირითადი მახასიათებლები, რაც ქალს და მამაკაცს ერთმანეთისგან განასხვავებს.

1. კანი ქალებს უფრო თხელი და მშრალი აქვთ. ჰორმონ პროგესტერონის გამო, ქალის კანი უფრო სწრაფად იჭიმება. მამაკაცების კანი კი გაცილებით უხეშია.

2. ქალებს გული უფრო მცირე ზომის აქვთ, ამიტომ უფრო სწრაფად უცემთ. თუ მამაკაცებს საშუალოდ, გული წუთში 72-ჯერ უცემთ, ქალების რიტმი 90-ს აღწევს. გულის კედელი ქალებს უფრო თხელი და ელასტიური აქვთ, ვიდრე მამაკაცებს, ამიტომ მაღალი წნევა მათთვის ნაკლებ სახიფათოა.

3. თმის ძირები თავის კანზე ქალებს ორი მილიმეტრით უფრო ღრმად აქვთ გამჯდარი, ვიდრე მამაკაცებს. ამიტომ მათ უფრო ნაკლებად ცვივათ თმა.

4. მამაკაცის ტვინის წონა თითქმის 14%-ით უფრო მძიმეა. თუმცა ქალების თავის ტვინის ნახევარსფერო ორჯერ ძლიერი ნერვებით არის დაკავშირებული. ამიტომ ფიქრი ქალებს უფრო სწრაფად შეუძლიათ.

5. ევროპაში ქალები საშუალოდ, 6 წლით უფრო დიდხანს ცხოვრობენ, ვიდრე მამაკაცები. სავარაუდო მიზეზი ალბათ არის ის, რომ ქალები უფრო მალე გამოდიან სტრესის მდგომარეობიდან, ნაკლებ ცხიმიან საკვებს მიირთმევენ, გაცილებით ცოტას ეწევიან და ალკოჰოლის მოხმარება ქალებში უფრო დაბალია.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს