როგორ დავივიწყოთ სხვების აზრი და დავიწყოთ ცხოვრება

როგორ დავივიწყოთ სხვების აზრი და დავიწყოთ ცხოვრება

არსებობს მომენტები ცხოვრებაში, როდესაც ხვდები, რომ ყველაფერი მოგბეზრდა, დროა რაღაც ახალი აღმოაჩინო, ცხოვრება ხელახლა დაიწყო. წარმოგიდგენთ რამდენიმე რჩევას იმისთვის, რომ ცხოვრებისგან მაქსიმალურად ეფექტური შედეგი მიიღოთ.

1. ჩვენ გაცილებით მეტნი ვართ, ვიდრე უბრალოდ სხეული. საჭიროა საკუთარი თავის რწმენა, საკუთარი შესაძლებლობების დაჯერება. აუცილებელია საკუთარ თავში სიკეთის და სიყვარულის გაღვივება.

2. ენერგიას ფუჭად ვხარჯავთ როდესაც გვშურს, ვლაყბობთ, განვსჯით და განვიხილავთ. რას ვაკეთებთ? საკუთარ ყურადღებას უცნობ ადამიანებს ვუთმობთ იმის მაგივრად, რომ საკუთარ შინაგან სამყაროს მივუგდოთ ყური და საკუთარი მიზნების მიღწევაზე ვიფიქროთ. ჩვენ ვნერვიულობთ იმაზე, თუ რას იფიქრებს ჩვენზე საზოგადოება. სხვის კომფორტზე უფრო მეტს ვზრუნავთ, ვიდრე საკუთარზე.

3. შექმენით პოზიტიური ადამიანების წრე, რომლებიც ყოველთვის დაგიჭერენ მხარს, შთაგაგონებენ და აგრეთვე, ვისი თანადგომაც შენ თავადვე მოგინდება. ურთიერთმხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

4. იცეკვეთ ბევრი და არ იფიქროთ იმაზე, თუ როგორ გამოიყურება ეს გვერდიდან. როდესაც სხეულს თავისუფლებას ანიჭებ, იხსნი შეზღუდვებს და ენერგია ძლიერდება. ჩნდება ახალი საინტერესო აზრები, ჩნდება დრაივი, პოზიტივი და კარგი განწყობა.

5. მნიშვნელოვანია სიჩუმე და შინაგანი დიალოგის შეჩერება. ცნობიერს და ქვეცნობიერს უნდა მისცეთ დასვენების საშუალება, გაწმინდოთ ნაგვისგან, რომელიც თავში გიტრიალებთ. მაგალითად, დაკავდით მედიტაციით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს